სიახლეები

სფფ კვლავ ელის მოხალისეთა (ვოლუნტიერების) გამოხმაურებას!

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფუტსალის ოთხთა ფინალის საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს მორიგ კონკურსს მოხალისეების (ე.წ „ვოლუნტიერების“ - volunteers) შესარჩევად.

ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე შეარჩია მოხალისეები მედია-მიმართულებით. ახლა, შერჩევა მოხდება საორგანიზაციო მიმართულებით. ანუ, შერჩეული მოხალისეები, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად, დაკავდებიან საორგანიზაციო საქმიანობით. მათ უეფასგან საჩუქრად გადაეცემათ „ადიდასის“ ფირმის უნიფორმა; ხოლო ტურნირის დასრულების შემდეგ - გაწეული სამსახურის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 35-წლამდე ყველა დაინტერესებულ პირს.

მთავარი მოთხოვნებია: ინგლისურის ცოდნა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა 12 აპრილამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ევროპის ოთხთა ფინალი ჩატარდება 26-28 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში.

ველით თქვენს აქტიურობას - გამოგვახმაურეთ. გისურვებთ წარმატებებს!

სფფ-ის პრესსამსახური