სიახლეები

უეფას ფუტსალის თასი - „იბერია სტარს“ მოსკოვის „დინამო“ ერგო

ფუტსალი
გაუზიარე

27 მარტს, თბილისში, სასტუმრო „რადისონში“ გამართულ უეფას ფუტსალის თასის წილისყრაზე  ქართული „იბერია სტარის“ პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა.  

წილისყრაში, ფუტსალის თასის საპატიო ელჩის სტატუსით მონაწილეობდნენ შოთა და არჩილ არველაძეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ უეფას წარმომადგენლები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები. წილისყრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა უეფას ოფიციალურ საიტზე.

წილისყრის დასრულების შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლებისთვის იქვე საგანგებო პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელშიც ტურნირში მონაწილე გუნდების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება შედეგებს, „იბერია“ სტარი ასპარეზობას მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩით დაიწყებს. შესაბამისად, „ბარსელონა“ ალმა-ატის „ქაირათს“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ეს უმაღლესი რანგის ტურნირი ჩვენს დედაქალაქში 26 აპრილიდან დაიწყება და მისი მასპინძელი თბილისის სპორტის სასახლე იქნება.

ფუტსალის თასის გათამაშების კალენდარი კი, ასეთია:

26 აპრილი, ნახევარფინალები

18:00 – „იბერია სტარი“ vs „დინამო“ მოსკოვი

20:30 – „ქაირათი“ – „ბარსელონა“

28 აპრილი

18:00 - მატჩი მესამე ადგილისთვის

20:30 - ფინალი

სფფ-ის პრესსამსახური