სიახლეები

ფიფას და უეფას წარმომადგენლები გლდანის ბავშვთა სახ

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

სფფ–ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ფიფას და უეფას წარმომადგენლები, რომლებიც 17–21 ოქტომბერს ფიფას გრასრუტის კურსსა და ფესტივალს უხელმძღვანელებენ.

ამ პროექტის ფარგლებში, დღეს, ფიფას გრასრუტის ინსტრუქტორები – ალექსანდრ ჩერნუხო, ჟან მარი კონსი, უეფას გრასრუტის ინსტრუქტორი – რობინ რასელი და სფფ–ის წარმომადგენლები გლდანის ბავშვთა სახლში იმყოფებოდნენ, სადაც იქაურ აღსაზრდელებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს და მცირე მასტერკლასიც ჩაატარეს.

ბავშვებს საჩუქრად დაურიგდათ მაისურები და ბურთები. ფიფას ინსტრუქტორებმა მათთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს.

ხვალიდან კი, ზუგდიდში, „ბაიას“ სპორტულ ბაზაზე დაიწყება ფიფას გრასუტის კურსი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებისა და საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლები მიიღებენ.

ფიფას და უეფას ინსტრუქტორებთან ერთად, სემინარში მონაწილეობას სფფ–ის წარმომადგენლებიც მიიღებენ. სემინარი სამდღიანია.

21 ოქტომბერს კი, რუსთავის სტადიონზე ბავშვთა დიდი ფესტივალი გაიმართება, რომელიც რამდენიმე საათს გასტანს. მონაწილე ბავშვებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცემათ. დახურვის ცერემონიის შემდეგ კი, სემინარისა და ფესტივალის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

სემინარის მიმდინარეობის შესახებ რეპორტაჟებს შეგიძლიათ გაეცნოთ სფფ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

სფფ–ის პრესსამსახური