სიახლეები

ხაჟალია!!! დაარტყი პენალტი..

გაუზიარე

@font-face { font-family: "MS 明朝"; }@font-face { font-family: "MS 明朝"; }@font-face { font-family: "Calibri"; }@font-face { font-family: "AcadNusx"; }@font-face { font-family: "Menlo Regular"; }p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin: 0in 0in 10pt; line-height: 115%; font-size: 11pt; font-family: Calibri; }.MsoChpDefault { font-size: 11pt; font-family: Calibri; }.MsoPapDefault { margin-bottom: 10pt; line-height: 115%; }div.WordSection1 { page: WordSection1; }

-    არ დანიშნა მსაჯმა და მე როგორ უნდა დავარტყა.. ტრიბუნებთან

 თავი იმართლა ტორპედოელმა თავდამსხმელმა.

-    ვინ კითხავს სუდიას?! მიდი და დაარტყიარ ცხრებიან

 მაყურებლები..

ნაღდი ქუთაისური, ლეგენდად ქცეული ეს დიალოგი, გასული საუკუნის სამოციანი წლების იმ პერიოდს ეკუთვნის, როცა ,,ტორპედო’’ უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თუმცა აუტსაიდერებთან ხშირად კარგავდა ქულებს, სამაგიეროდ ლიდერთა, განსაკუთრებით მოსკოვის გუნდების ნამდვილი რისხვა იყო, ხოლო ტორპედოელთა ცენტრფორვარდი ჯუმბერ ხაჟალია კი სწორედ ის ფეხბურთელი, რომელსაც ვერც ერთი გუნდი ან რომელიმე მცველი აშინებდა ან ჩაგრავდა. ცნობილი ფაქტია, რომ ცსკასა და ნაკრების სახელოვანი ცენტრალური მცველი ალბერტ შესტერნევი, როგორც მაშინ ქუთაისში ამბობდნენხაჟალიას ,,ბულკი’’ იყო.

  ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდის მოსკოველ ფეხბურთის სპეციალისტებს ძალიან მოსწონდათ ქუთაისელთა ტექნიკური, შემტევი, ლამაზად მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან უხდებოდათ თეთრი ფორმა, რომელიც თითქოსდა კიდევ უფრო წარმოაჩენდა მათ ქართულ ხასიათსა და დახვეწილ, ელეგანტურ მანერას, რომელსაც ანატოლი ნორაკიძედასავლეთ საქართველოს საფეხბურთო სტილად მიიჩნევდა. თუ ამას დავუმატებთ ჯუმბერ ხაჟალიას თანდაყოლილ, ბუნებრივ ტალანტს, მჯერა, რომ თვალწინ წარმოგიდგებათ ფორვარდი, რომლის ბადალი ახლა სანთლითაც ამაო საძებნია არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. ჰოდა, ჯუმბერ ხაჟალიაში დაინახეს მაშინ ,,ტორპედოს’’ თაყვანისმცემლებმა სწორედ ის პიროვნება, რომელიც იმსახურებდა ყოვლისშემძლის ფუნქციებს..

  ისე, გახსენებისათვის: 1964 წლის ჩემპიონატის მეორე წრეში, როცა ქუთაისელებმა ჩემპიონობის რეალური მაძიებელი და გათამაშების ლიდერი მოსკოვის ,,ტორპედო’’ დაამარცხეს, ის ერთადერთი გოლი სწორედ ჯუმბერ ხაჟალიამ გაიტანა, ხოლო თუ პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა მოსკოვში და ფრეც გახსოვთ, მაშინ აღარც ვილაპარაკებთ თბილისის ,,დინამოს’’ იმ ერთ დაკარგულ ქულაზე ქუთაისის მატჩში, რომელმაც უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის შანსი შეუნარჩუნა ხაჟალიას და მის გუნდს.

  იმ პერიოდში თბილისიდან-ქუთაისში ხშირად ჩავდიოდი არა მარტო მივლინებითტორპედოელებთან, არამედ მხოლოდ მათი თამაშის სანახავად და ახლა არც მახსენდება მათი წაგების მნახველი თუ ერთხელ მაინც ვიყავი. მაგრამ რა დასამალია, რადიორეპორტაჟებს ბევრჯერ გავუწბილებივარ, ისე როგორც მაშინდელი ქუთაისელი გულშემატკივრები, რომლებსაც როსტოვში 0:7 წაგებული მატჩის მეორე დღეს ჯუმბერმა, საყვედურების მოსმენის შემდეგ თურმე ასე უპასუხა: 0:3-ის შემდეგ რადიო უნდა გამოგერთოთო და ესეც, ალბათ კიდევ ერთი ლეგენდაა, რომელიც ქუთაისელთა საყვარელი, კოლორიტული ფეხბურთელის სახელს უკავშირდება..

   სულ რამდენიმე დღის წინ, მურთაზ ხურცილავასა და მე, ერთხანს ხაჟალიას თანაგუნდელებმა ზორბერგ ებრალიძემ ასეთი ისტორია გვიამბო: ჩვენი მაშინდელი მწვრთნელი ვსევოლოდ  ბლინკოვი, ბაზაზე, შესვენებით, ათ-ათი წუთი გვარბენინებდა. Mმეორე თუ მესამე გარბენის შემდეგ იუზა ლოსაბერიძე და ჯუმბერ ხაჟალია ერთად ჩამოსხდნენ დასასვენებლად. ჯუბამ მუხას ახედა და ინატრაამას რომ ეხლა რკო ასხია -- იმდენი მანეთი რომ მქონდეს, ხომ გადავურჩებოდი სირბილს და ჩემს ჭკუაზე ვიცხოვრებდიო. ლოსაბერიძეც დააინტერესა ამ იდეამჯუბა, ნახევარს ხომ მეც მომცემდიო..  ბიჭო!  გახედე ამ ტყეს, რამდენი მუხაა! რაღა მაინც და მაინც ჩემს მუხას მიადექიომოიგერია ხაჟალიამ მეგობარი..

  როცა ჩვენი სახელოვანი კალათბურთელი მიხეილ ქორქია ქუთაისის ,,ტორპედოს’’ პრეზიდენტი იყო, მისი თხოვნით ორი ტელეგადაცემა მოვამზადე ახალ და ძველ ,,ტორპედოზე’’. ბაღის კიდესთან მივედი ტელეოპერატორთან ერთად და იქ შევხვდი ვეტერან ტორპედოელებს. ერთმანეთის მოკითხვა-მოფერების შემდეგ ჯუმბერმა ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო და როგორც ბავშვობაში თუ უთქვამთ ჩემთვის იმერეთში, ისე მეუბნება: გამომართვი, პირი გაისველეო..

  ის საღამო მართლაც დაუვიწყარიარა არ გავიხსენეთ?! სხვათა შორის, იუზა ლოსაბერიძეს კიდევ ერთხელ მოვაყოლე თუ როგორ გამოიპარნენ ის და ჯუმბერი თბილისის ,,დინამოს’’ დიღმის ბაზიდან. ჯერ პატარა, სპორტულ ჩემოდნებში ჩააწყვეს ტანისამოსი, ღობის იქით გადააგდეს, მერე ცალ-ცალკე, ჭიშკრიდან საქმიანი სახით გავიდნენ და შეუჩერებლივ მოჰკურცხლეს რკინიგზის სადგურისკენქუთაისს დაუბრუნდნენ. ხაჟალია გვისმენს, იცინის და მეუბნება: დინამოში მაშინ ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, ძირითადში გამოსვლა ჩვენ როდის მოგვიწევდა?? ფეხბურთი კი ძალიან გვიყვარდა და თამაში გვინდოდაო. Dდა ეს მითხრა ყოველგვარი გულდაწყვეტის, გაწბილების გარეშე, თითქმის სიამაყით, რადგან მაშინ სულ რამდენიმე დღეში მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და ახლა, ინტერვიუს გადაღებისას კატეგორიულია: მე რომ მკითხო, ნამდვილ ფეხბურთს, ისეთს, რომელიც მომწონს, მიყვარს და საუკეთესოდაც მიმაჩნიამაშინდელი ბრაზილიელი და გამორჩეული დინამოელი ფეხბურთელები თამაშობდნენ და ძალიან გთხოვ, ნურავინ შემედავებაო..

  ისე მოხდა, რომ ტელეგადაცემაში არ შევიდა ხაჟალიასთან ინტერვიუს სწორედ ეს ფრაგმენტი და ახლა ძალიან ვნანობ, თუმცა გადაღებული მასალა შენახული მაქვს და ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს ისევ გავიხსენებთ ქუთაისის ,,ტორპედოს’’ ლამაზ ისტორიას და  მის დაუვიწყარ ფეხბურთელებს.

   საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კიბეებს თუ აჰყვებითიმ ფოტოსაც ნახავთ, რომელზეც თბილისის ,,დინამოსა’’ და ქუთაისის ,,ტორპედოს’’ მატჩის ის მომენტია აღბეჭდილი, როცა საჯარიმო დარტყმიდან ყველასათვის მოულოდნელად დინამოელების ,,ცოცხალი კედლის’’ თავზე გადაატარეს ბურთი. Gგაკვირვებული დინამოელები: იამანიძე, პეტრიაშვილი, შერგელაშვილი და სახვაძე უკან იხედებიან, ხოლო ჭელიძე და ჩხარტიშვილი კი ბურთის დაუფლებას ცდილობენ. დინამოელების წინ იმ პერიოდისათვის სრულიად უცხო, ჯერ უნახავი მომენტის იმპროვიზატორი და შემსრულებელი ჯუმბერ ხაჟალიაატაშის მოლოდინში..

 

დავით ქლიბაძე