სიახლეები

ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირი საქართველო 0:1 ნო

გაუზიარე

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრა ჩაატარა ნორვეგიის ნაკრებთან და 0:1 დამარცხდა.



ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებმა ბოლნისში, თემურ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 2:0 სძლია ლატვიას. ჰოლანდიის და ნორვეგიის ნაკრებებმა გაისად ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიელების წინააღმდეგ თამაში აქტიურად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი საგოლე მომენტი ნორვეგიელებმა შექმნეს (მეკარე როინ კვასხვაძემ იყოჩაღა და სახიფათო დარტყმა მოიგერია), ქართველმა ფეხბურთელებმა გაცილებით მეტი ხიფათი შეუქმნეს მეტოქეს. გოლის გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენეს თარგამაძემ, მჭედლიძემ, ყენიამ, ივანიშვილმა და ჩარგეიშვილმა.



მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გავიდა - საქართველოს ნაკრების მცველებს სკანდინავიელთა შეტევა გამოეპარათ და ფრედრიკ კარლსენმა ზუსტი დარტყმით დალაშქრა მასპინძელთა კარი - 0:1.



თამაშის მიწურულს ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსები ვერ გამოიყენეს ლევან მჭედლიძემ და გიორგი ივანიშვილმა.



* * *



ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევი ტურნირი. 20 ოქტომბერი, 2007. თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 500

საქართველო 0:1 ნორვეგია

გოლი: 0:1 ტ.კ.ბენდიკსენი (49)

საქართველო: რ.კვასხვაძე, ვ.ვაჩიბერაძე (ი.შეყილაძე 85), ჯ.გაბუნია (ზ.ბეგლარიშვილი 74), გ.ხუმარაშვილი, ა.ბენაშვილი (კაპ), თ.ჩარგეიშვილი, გ.ივანიშვილი, ლ.ყენია, დ.თარგამაძე, ლ.მჭედლიძე, ლ.ბლაგიძე (მ.დაუშვილი 64)

მწვრთნელი: ჰაინც ტოპმიოლერი

ნორვეგია: ლ.სტუბჰაუგი, ე.ჰოფლანდი, ე.პერ ფლო (კაპ), მ.ელვესტადი, ფ.კარლსენი (მ.ბოლდტი 89), ტ.კ.ბენდიკსენი, ი.ს.აასი (ა.უ.ანდერსენი 46), ა.ნური, პ.ო.ლარსენი, ტ.ჰოილანდი (ტ.ვალიო 60), ა.ხალილი

მწვრთნელი: ტ-ო.სკულერუდი

გაფრთხილება: ლ.ყენია, ტ.ჰოილანდი, ლ.ბლაგიძე, ლ.მჭედლიძე, მ.დაუშვილი, ტ.ვალიო

მსაჯები: ა.სტავრევი (მაკედონია); მ.კიროვსკი (მაკედონია), კ.მურმუსი (პოლონეთი); მ.მიკოლაევსკი (პოლონეთი)



* * *



ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევი ტურნირი. 20 ოქტომბერი, 2007. ბოლნისი, ”თემურ სტეფანია”. 200

ჰოლანდია 2:0 ლატვია

გოლები: 1:0 ჯ.ვიინალდუმი (22), 2:0 მ.მატიჩი (84, პენ)

ჰოლანდია: ე.მულდერი, ე.ჰორსტენი, ჟ.ლიმა, ბ.მაგუაირი, ო.ტერ ჰორსტი, ჯ.ვიინალდუმი (დ.ბლინდი 85), ს.დე იონგი (კაპ), მ.მატიჩი, ჯ.ზეფუიკი (ლ.ფერი 69), ვ.ვან დერ ბერგი (ჟ.რიმერინკი 86), ქს.ჰუუტკოოპი

მწვრთნელი: ვ.ვან ცვამი

ლატვია: ე.პორტნოისი (კაპ), ა.კურაკინსი, ტ.მეში, კ.სეველოვსი, კ.შმილსი, მ.დუბრა, ა.ოსიპოვსი (ნ.სიტენკოვსი 46), ა.გრამოვიჩი, დ.ვალეგჟანინსი, კ.პრიედენსი, რ.კალნინში (გ.რაკლინსკისი 63)

მწვრთნელი: ა.კარპოვსი

გაფრთხილება: ე.მულდერი, ა.კურაკინსი, ე.პორტნოისი, ვ.ვან დერ ბერგი, კ.დუბრა

მსაჯები: ი.ვადი (უნგრეთი); ვ.ტოტი (უნგრეთი), გ.ყრუაშვილი (საქართველო); დ.ხარიტონაშვილი (საქართველო)