სიახლეები

U19 თურქეთში – პირველ შეკრებაზე

გაუზიარე

რამდენიმე საკონტროლო მატჩის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა შეარჩია U19 ასაკის ნაკრების კანდიდატები და 10 –დან – 25 მარტამდე თურქეთში, ანტალიის სიახლოვეს – სიდეში გამართავს შეკრებას.



ამ ეტაპზე ვუნდში მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბების ფეხბურთელები მიიწვიეს, რადგან შეკრებას ექსპერიმენტულ – შერჩევითი მიზანი აქვს.



15, 20 და 24 მარტს ჩვენები ამხანაგურ – საკონტროლო მატჩებს გამართავენ სიდეში.





U19 ნაკრები პორტუგალიაში, პორტუს საერთაშორისო ტურნირზე გამოვა, სადაც პორტუგალიელ, რუს და ბულგარელ თანატოლებთან ითამაშებს.

მაისში – 2 ამხანაგური მატჩი ბელორუსში, ივნისში – რუმინეთის ქალაქ კკონსტანტაში – შავი ზღვის ქვეყნების ოლიმპიადა, ხოლო ოქტომბერში პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია.