სიახლეები

პორტუგალიიდან–პორტუგალიამდე

გაუზიარე

14–17 აპრილს პორტუგალიაში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირიდან, რამდენიმე დღის დაგვიანებით დაბრუნდა საქართველოს U-19 ნაკრები. ჩვენმა გუნდმა 0–3 წააგო შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან, 0–6 მასპინძლებთან და 3–1 მოუგო ბულგარეთის ნაკრებს ტურნირის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა პორტუდან ლისაბონში გადაინაცვლა.





ვლადიმერ გუცაევი – U-19 ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ლისაბონში რამოდენიმე დღე ბუსშევრჩით გამოფრენის გადადების გამო. მაგრამ, დრო უქმად არ დაგვიკარგავს. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მოედანი, ავტობუსიც გამოგვიყო გდა კარგადაც ვივარჯიშეთ რაც შეეხება ჩვენს გამოსვლას ამ პრესტიჟულ ტურნირზე. უპირველეს ყოვლია ის გარემო უნდა ავღნიშოთ რომ ჩვენი სამივე მეტოქის ფეხბურთელები ორი წლით უფროსები იყვნენ. რუსეთის ნაკრები თითქმის ხუთი წელია პრაქტიკულად უცვლელი შემადგენლობით თამაშობს. იგივე შეიძლება ითქვას მასპინძლებზე, რომლებიც ტრადიციულად, ამ ასაკში გამორჩეულად თამაშობენ. ეს ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისათვის ემზადება. სწორედ პირველ და მეორე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ასეთ ძლიერ და რაც მთავარია, ორი წლით უფროს მეტოქეებთან საბრძოლველად, ჩვენი ბიჭები ფსიქოლოგიურად ჯერ მზად არ არიან. თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. მაგრამ სწორედ ამ ორ შეხვედრაში შეირჩა ის შემადგენლობა, რომელმაც გარგ სტილში მოუგო ბულგარეთის ნაკრებს.



ჩვენი გუნდისათვის ეს იყო საერთოდ პირველი ტურნირი, პირველი გამოცდა. დავინახეთ ვის – რა შეუძლია, როგორი პერსპეკტივა აქვს გუნდს, რომელსაც პორტუგალიის ტურნირზე ექვსი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. ისინი უცხოეთის ქვეყნების კლუბებში თამაშობენ და ამ პერიოდისათვის, როცა ევროპის ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში გადამს ვწყვეტი ეტაპი დადგა, ფეხბურთელებს ვერ ელევიან.



8 და 11 მაისს ბელარუსში ორ ამხანაგს გავმართავთ ამ ქვეყნის U-19 ნაკრებთან. ამშეხვედრებში რამდენიმე ახალ მოთამაშესაც გამოვცდით. აგვისტოში ისევ ბელარუსში, საერთაშორისო ტურნირძე მასპინძლებს და ისრაელის ნაკრებს შევხვდებით. სექტემბერში კი ბოლო შეკრებაა და სწორედ ამ დროისათვის ნაკრებიც ჩამოყალიბდება.



მანამდე კი, თბილისში ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, ვვარჯიშობთ, თეორიულ მომზადებასაც დიდ დროს ვუთმობთ.საბოლოო მიზანი კი მხოლოდ ერთი გვაქვს: ოქტომბერში, პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ელიტრაუნდის საგზური უნდა მოვიპოვოთ. ჩვენი მეტოქეები: აზერბაიჯანის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები არიან.