სიახლეები

საერთაშორისო ტურნირი პალანგაში ლიტვა 0:3 საქართვ

გაუზიარე

ლატვიის საკურორტო ქალაქ პალანგაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დღეს მეხუთე ადგილი დაიკავა, დაამარცხა რა ლიტვის ნაკრები 3:0.



დღევანდელ შეხვედრაში ქართველი ჭაბუკების უპირატესობა დიდი იყო, რაც ანგარიშშიც აისახა: პირველ ნახევარში, 25 წუთზე ირაკლი შეყილაძემ გახსნა ანგარიში, შესვენების შემდეგ კი 70-ე წუთზე ჯერ ძალამიძემ გააორმაგა უპირატესობა, 75-ე წუთზე კი იმავე შეყილაძემ დუბლი მიითვალა.



პირველ ტაიმში მსაჯმა შელაპარაკებისთვის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი დათა რიგვავა გააფრთხილა.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლიტველთა წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:



დ.მეფარიძე, ბ.მირცხულავა, დ.რიგვავა (კაპ), დ.მეგრელიშვილი, ნ.შონია, ლ.გუგუჩია, გ.მელიქიშვილი, ნ.ძალამიძე, ი.შეყილაძე, ზ.ხურციძე (გ.ვაშაკიძე 41), ჯ.ანანიძე (მ.მამულაძე 65)