სიახლეები

საქართველოს ნაკრები ჰერბერტ ცანკერის გუნდი პორტუ

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 16 სექტემბერს თბილისი-მიუნხენი-ლისაბონის ავიარეისით პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, 21 სექტემბერს კი ლისაბონი-მიუნხენი-სოფიას ავიარეისით ბულგარეთს ეწვევა, სადაც ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.



ჰერბერტ ცანკერის გუნდი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ 18 და 20 სექტემბერს ითამაშებს. პირველი მატჩი ლისაბონიდან 60 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ კარტაშოში გაიმართება, მეორე კი სანტარემში, სადაც დაბინავდება კიდეც ჩვენი გუნდი.



ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დღეებში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთის ქალაქ ალბენაში იცხოვრებს, მატჩებს კი შემდეგ თანმიმდევრობით ჩაატარებს: 24 სექტემბერს ხორვატი თანატოლების წინააღმდეგ, 26 სექტემბერს უნგრეთთან, 29 სექტემბერს კი მასპინძელთა ნაკრებთან.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ჰერბერტ ცანკერმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც პორტუგალიასა და ბულგარეთში გაემგზავრებიან. ცნობისათვის: ფეხბურთელები ამხანაგურ და ოფიციალურ შეხვედრებში მუდმივი ნომრებით იასპარეზებენ.



მეკარეები: 1.დავით მეფარიძე (”გაგრა”; 04.01.1991), 12.თორნიკე ნიორაძე (თბილისის ”დინამო”; 15.06.1991)



მცველები: 2.დათა რიგვავა (რუსთავის ”ოლიმპი”; 02.10.1991), 3.ბაქარ მირცხულავა (ქუთაისის ”ტორპედო”; 24.05.1992), 4.თორნიკე კაკუშაძე (თბილისის ”დინამო”; 02.01.1991), 5.დიმიტრი პაჭკორია (რუთავის ”ოლიმპი”; 07.12.1991), 6.ზვიად რობაქიძე (თბილისის ”ოლიმპიკი”; 21.06.1991)



ნახევარმცველები: 7.ნიკა ძალამიძე (ზუგდიდის ”ბაია”; 06.01.1992), 8.ლუკა გუგუჩია (რუსთავის ”ოლიმპი”; 10.12.1991), 9.ნიკა შონია (რუსთავის ”ოლიმპი”; 14.10.1991), 13.გიორგი გორდეზიანი (რუსთავის ”ოლიმპი”; 02.05.1991), 14.გიგა მელიქიშვილი (”კახეთი”; 10.02.1991), 16.ჯანო ანანიძე (კიევის ”დინამო”, უკრაინა; 10.10.1992), 17.გიორგი გურეშიძე (რუსთავის ”ოლიმპი”; 21.01.1991), 18.ერეკლე კაჭახიძე (თბილისის ”ლოკომოტივი”; 19.01.1991)



თავდამსხმელები: 10.ირაკლი შეყილაძე (ზუგდიდის ”ბაია”; 17.09.1992), 11.ლეგა მუმლაძე (რუსთავის ”ოლიმპი”; 16.03.1991), 15.დავით რაფავა (ზუგდიდის ”ბაია”; 10.10.1991)