სიახლეები

დღეს რუსთავში, 16:00 საათზე

გაუზიარე

საქართველოს U17 ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები დღეს, რუსთავში ირანის ნაკრებთან საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. "ფოლადზე" შეხვედრა 16:00 საათძე დაიწყება. თანატოლები რუსთავში კიდევ ერთხელ – 24 თებერვალს ითამაშებენ (დასაწყისი – 14:00 საათძე).

საქართველოს U17 ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გოჩა ავსაჯანიშვილი ხელმძღვანელობენ, ახალი სეზონისათვის მზადება 25 იანვრიდან დაიწყო და ორი საწვრთნელი შეკრება ჰქონდა ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე.