სიახლეები

რუსთავში, გუშინ და ხვალ...

გაუზიარე

გუშინ რუსთავში, "ფოლადი"–ს სტადიონზე საქართველოს U17 ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა ირანელ თანატოლებთან



ძლიერი ქარის მიუხედავათ, თამაში საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში მშვენივრად ითამაშეს ირანელებმა და მათმა გოლმა დაადასტურა კიდეც სტუმართა უპირატესობა



მეორე ტაიმში რამოდენიმე ცვლიელბა განახორციელა საქართველოს ნაკრებმა და შეზლო კიდეც უპირატესობის მოპოვება რასაც საპასუხო გოლიც მოჰყვა 1–1 ამის შემდეგ არაერთი მწვავე მომენტი შეიქმნა ორივე კართან მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ეს გუნდები 24 თებერვალს რუსთავში ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და მატჩი 14:00 საათზე დაიყება