სიახლეები

U-17 ჩეხეთშია

გაუზიარე

გუშინ, დილით საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები ავსტრიიდან ჩეხეთში გაემგზავრა და ადგილობრივი დრიოთ 14 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ბრნოს სიახლოვეს, ვალტიცეს სასტუმრო "აპოლონში" დაბინავდა.



კლაგენფურტში ჩატარებულ მეორე მატჩში, რომელიც ჩვენებმა 2–0 მოიგეს, დაშავდნენ გიორგი გაგნიძე, არჩილ ტვილდიანი და გიორგი ჭანტურია.



ფიზიოთერაპიის ინტენსიური კურსის შემდეგ გიორგი გაგნიძეს ტკივილი მოეხსნა და როგორც ჩვენი გუნდის მედ პერსონალი იმედოვნებს, 25 მარტისთვის არჩილ ტვილდიანიც და გიორგი ჭანტურიაც სრულ მზადყოფნაში იქნებიან.



25 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე პირველ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე ჩეხეთის ნაკრებია.