სიახლეები

U13 ზუგდიდურ შეკრებას გადის

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

ზუგდიდის „ბაიას“ ბაზაზე მეოთხე დღეა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება საქართველოს U13ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც 20 ფეხბურთელია.

ნოდარ აკობიასა და სერგო კოტრიკაძის ხელმძღვანელობით გუნდი უკვე რამოდენიმე წელია რაც ვარჯიშობს და U13 ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობის ძიება მუდმივად მიმდინარეობს.

საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში 18 მაისს დასრულდება, შემდეგ კი U13 ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და ბრემენის სიახლოვეს, პატარა ქალაქ ფარელში.

21–26 მაისს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირში 15 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და მხოლოდ საქართველო იქნება ნაკრები გუნდის სახით წარმოდგენილი. ჩვენი ნაკრები მეოთხე ქვეჯგუფში ჰანზას, ვოლფსბურგისა და ვიტესის გუნდების წინააღმდეგ ჩაატარების შესარჩევ ეტაპის მატჩებს.