სიახლეები

U–13 გერმანიაში

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

21 მაისს რეისით თბილისი–პრაღა– ჰანოვერი გერმანიაში გაემგზავრა საქართველოს 13 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ აკობიამ და მწვრთნელმა სერგო კოტრიკაძემ, ზუგდიდის "ბაიას" საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული შეკრების შემდეგ, 21 მოთამაშე შეარჩიეს:

ნიკოლოზ ადეიშვილი, გიორგი ადამია, იტაკლი კამლაძე, ნიკოლოზ კევლიშვილი, რატი კაკიაშვილი, ნიკა ქორიძე, ნიკა ლაშხია, საბა ცინცქილაძე, ვატო არველაძე, სანდრო ბენდიაშვილი, ირაკლი ჟვანია, გიორგი ახალაძე, გრიგოლ ფირცხალავა, დიმიტრი თუთბერიძე, გიორგი წივილაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიორგი აბელაშვილი, ირაკლი კომახიძე.

ბრემენისა და ჰანოვერის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ფარელის ტრადიციული ტურნირი უკვე ოცდამეთოტხმეტედ ტარდება და მეტად პოპულარულია არა მარტო გერმანიაში.

ჩვენი გუნდი 23 მაისს ჰოლანდიის ქალაქ არნემის "ვიტესს", როსტოკის "ჰანზას" და "ვოლფსბურგის" თანატოლებს შეხვდება. ასპარეზობა მეორე დღეს 24 მაისს დამთავრდება.