სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატი თბილისის ”დინამო” ჩემპიონ

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე თბილისის ”დინამომ” მე-13 მოიგო ქვეყნის უძლიერესი კლუბის ტიტული - თბილისელმა ფეხბურთელებმა ზესტაფონში მასპინძლებს 1:0 ძლიეს, მათი მთავარი კონკურენტი ”ვიტ ჯორჯია” კი შინ 0:1 დამარცხდა ”ამერთან”.



თბილისის ”დინამომ” საქართველოს ჩემპიონის სახელი 2005 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ჩეხი სპეციალისტის დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით კი თბილისელებმა პირველი ტიტული მოიპოვეს.



”დინამო” საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდად რჩება: ჩემპიონის ოქროს მედლები კლუბმა 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2003, 2005 და 2008 წლებში მოიპოვა, ქვეყნის თასს 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003 და 2004 წლებში დაეუფლა, ხოლო 1996, 1997, 1999 და 2005 წლებში ქვეყნის სუპერთასი აღმართა.



ერთი საინტერესო ფაქტიც: თბილისის ”დინამო” ერთადერთი კლუბია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში, რომელიც განვლილი პირველობების მანძილზე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაბლა არ დაშვებულა.



2008-2009 წლების ევროთასების სეზონში თბილისის ”დინამო” ჩემპიონთა თასის გათამაშებაში იასპარეზებს. ბოლოს ამ ტურნირზე დინამოელებმა 2005-2006 წლების სეზონში მოსინჯეს ძალა: პირველ შესარჩევ ეტაპზე ”დინამომ” ესტონეთის უძლიერესი კლუბი ”ლევადია” დაამარცხა, მეორე შესარჩევ ეტაპზე კი დანიის ”ბრონდბიუსთან” წააგო.