სიახლეები

თემურ ქეცბაიამ ნაკრებში 22 ფეხბურთელს უხმო

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ  25 მაისს კამერუნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისათვის 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლომაია (ინტერი, აზერბაიჯანი), მაქსიმე ქვალითაია (ლოკომოტივი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მცველები: კახა კალაძე (მილანი, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი,  ინგლისი), მალხაზ ასათიანი (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ილია კანდელაკი ( შტურმი, ავსტრია), გიორგი შაშიაშვილი ( ერგოტელისი, საბერძნეთი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა).

ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), ზურაბ მენთეშაშვილი (თელ–ავივის ჰაპოელი, ისრაელი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია), დავით კვირკველია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (ვოევოდინა, სერბეთი)

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), დავით სირაძე (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ოთარ მარცვალაძე (ვოლგა, რუსეთი), ლადო დვალიშვილი (მაკაბი ჰაიფა, ისრაელი).

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შეკრებას 18 მაისს დაიწყებს. ქეცბაიას შეგირდები ზალცბურგთან ახლოს პატარა ქალაქ კაპრუნში დაბანაკდება.

ჩვენი მეტოქე, კამერუნის ეროვნული ნაკრები გუნდი მსოფლიო ჩემპიოანტისათვის მოსამზადებელ ეტაპს ასევე ავსტრიაში გადის. კამერუნელები ფიფას რეიტინგში მსოფლიოს ოც  საუკეთესო გუნდს შორის არის.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა ჩვენმა ბიჭებმა თბილისში 3 მარტს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარეს და  ანგარიშით 2:1 იმარჯვეს.

საქართველოსა და კამერუნის ეროვნული ნაკრები გუნდების დაპირისპირება 25 მაისს ქალაქ ლინცში შედგება.