სიახლეები

19 – წლამდელთა პირველი მატჩი პორტუგალიაში

გაუზიარე

პორტუგალიაში დღეს დაიწყო ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი. რამდენიმე წუთის წინ ქალაქ ვარზიმში დამთავრდა საქართველოსა და რუსეთის ნაკრები გუნდების მატჩი.

 

 

22–ე  წუთზე  რომან ემელიანივმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში  53–ე  წუთზე, მოსკოვის დინამოელმა ირაკლი ლოგუამ მეორე გოლი გაიტანა 92–ე  წუთზე კი ჩვეს კარში დანიშნულ 11 მეტრიანს მესამე გოლი მოჰყვა. ამრიგად მატჩის ანგარიშია    

3–0 რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ.

 

15 აპრილს ჩვენების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება.