სიახლეები

თურქეთში შეკრების შემდეგ

გაუზიარე

ორკვირიანი შეკრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა U-19 ნაკრები, რომელმაც სამი საკონტროლო მატჩიდან ორი მოიგო და ერთი ფრედ დაამთავრა.

 

ვლადიმერ გუცაევი – ნაკრების მთავარი მწვრთნელი: შეიზლება ითქვას, რომ უმთავრესი ამოცანა შესრულდა, უშუალოდ გავიცანი ოცდაორივე ფეხბურთელი, დავინახე ვის რა შეუძლია, როგორი პერსპექტივა აქვს.

 

ახლა ამ ეტაპზე გვარს არ დავასახელებ, მაგრამ შეიძლება განვაცხადო, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს.

 

ამიტომ, პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერებსაც მოვიწვევთ. ერთი სიტყვით, სელექცია გაგრძელდება...

 

პორტუგალიაში საერთაშორისო ტურნირი 14 – 17 აპრილს ჩატარდება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები მასპინძლების, რუსეთისა და ბულგარეთის გუნდები იქნებიან.