სიახლეები

U17–სა და ბელორუსელი „პატრიოტების“ ამხანაგური მატჩ

გაუზიარე

დღეს, 18:00 საათზე ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში, ბელორუსელ ახალგაზრდებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს საქართველოს  U17 ნაკრები გუნდი.

გიორგი დევდარიანის ნაკრები გუნდი  ორ კვირაა  საწვრთნელ შეკრებას ზუგდიდის „ბაიას“ ბაზაზე გადის. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში U17 ნაკრები ბელორუსელ თანატოლებს დღეს ამხანაგურ მატჩში, ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში, ახლად დაგებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეხვდება.

მიმდინარე წელს საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტის“ ფარგლებში სამეგრელოში, ანაკლიის პატრიოტულ ბანაკში ახალგარზრდების უკვე მესამე ნაკადი ისვენებს. ამ 300 კაციან ნაკადში 50 ბელორუსელი ახალგაზრდაც ირიცხება.  ბელორუსელი პატრიოტები 15 ივნისს ჩამოვიდნენ საქართველოში და ანაკლიაში 25 ივნისამდე დარჩებიან.  

საქართველოს U17 ნაკრები გუნდი  ზუგდიდში საწვრთნელ შეკრებას 19 ივნისს დაასრულებს.

სფფ–ს პრესსამსახური