სიახლეები

U-17 ნაკრები აშშ–დან დაბრუნდა

გაუზიარე

ამერიკის შეერთებული შატატებიდან დაბრუნდა საქართველოს 17 – წლამდელთა ნაკრები, რომელიც 27 მარტიდან – 2 აპრილამდე ვაშინგტონში, "ტიდანი ტროპის თასის" ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

ნიკოლოზ ჩხეიძე – სფფ–ს ტექნიკური დირექტორი, დელეგაციის ხელმძღვანელი: ვაშინგტონის ტურნირი პირველად 2006 წელს ჩატარდა და მისი ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ "ტიდანი ტროპის თასის" გათამაშება საინტერესო და რაც მთავარია, პრესტიჟული გახდეს. მაგალითად, შარშან მადრიდის "რეალის" ბავშვებმა გაიმარჯვეს.

 

ახლანდელ ტურნირში ლონდონის "ვესტ ჰემის" გარდა მასპინძელთა ორი გუნდი და საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა.

 

ჩვენმა ბიჭებმა, რომელიც მეტოქეებზე ერთი წლით უმცროსები იყვნენ 3–3 ითამაშეს ვაშინგტონის D.C.  იუნაიტედთან 1–2 წააგეს "ვესტ ჰემთან" და  1–1 დაამთავრეს შეხვედრა ანანდალ იუნაიტედთან". სხვათა შორის, მატჩის ბოლო წუთამდე ვიგებდით და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ისევ "ვესტ ჰემთან" მოგვიწევდა შეხვედრა. ჩვენი გუნდის უფროსი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი მიიჩნევს, რომ ნაკრების წევრთა შერჩევის პროცესი გაგრძელდება და ოქტომბრამდე, როცა თბილისში ელიტრაუნდის ტურნირი უნდა გაიმართოს, არაერთ საკონტროლო მატჩს გამართავს. არ შემიძლია მადლიერებით არ მოვიხსენიო საქართველოს ელჩი აშშ–ში ბატონი ბათუ ქუთელია და კონსული მიხეილ დარჩიაშვილი, რომელთა ძალისხმევით გავხდით ამ ტურნირის მონაწილენი და იმ დღეებშიც დიდ ყურადღებას იჩენდნენ, ისე როგორც ვაშინგტონში მცხოვრები ქართველები. არ შემიძლია საგანგებოდ არ ავღნიშნო ის გარემოებაც რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიებსა და კლუბებში უმეტესად ბრიტანელი და ბრაზილიელი მწვრთნელები მუშაობენ და პროგრესიც სრულად აშკარაა.