სიახლეები

ელიტრაუნდის მეორე ტური

გაუზიარე

თბილისის დროით 18 საათზე ჩეხეთში 2 მატჩი დაიწყო. კიევოში  ითამაშებენ პირველ ტურში დამარცხებული გუნდები: ჩეხეთი უკრაინა, ხოლო ბრეცლავში საქართველო – ჰოლანდია

 

მატჩს ისლანდიელები სჯიან. რეფერი – არნასონი, ლაინსმენები: გუნარსონი და პელიკანი. მეოთხე მსაჯია ჩეხი ზელინკა.

 

პირველ ტურში ჰოლანდიამ 2:0 დაამარცხა უკრაინის ნაკრები. ჩვენებმა 1:0 მოუგეს ასპარეზობის მასპინძლებს – გოლი ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა.

 

მატჩის მეთხუტმეტე წუთზე ჰოლანდიელებმა გახსნეს ანგარიში ერთი წუთის შემდეგ გიორგი ჭანტურიამ საპასუხო გოლი გაიტანა.

 

32 წუთზე ჰოლანდიელებმა ვერ გამოიყენეს თერთმეტ მეტრიანი დარტყმა. ბურთი ძელს მოხვდა. პირველი ტაიმი დამთავრდა 1:1

 

69–ე წუთზე ჰოლანდიელმა ლოკადიამ მეორე გოლი გაიტანა მეკარე ლეგაშვილის კარში ანგარიში გახდა 2:1 და სულ მალე გიორგი ჭანტურიამ მიიღო მეორე გაფრთხილება და საქართველოს ნაკრები 10 მოთამაშით განაგრძობს თამაშს. მიმდინარეობს 35– წუთი.

 

მატჩი დამთავრდა ანგარიშით 1:2. ბოლო ტურის მატჩები გაიმართება 30 მარტს: ჩეხეთი – ჰოლანდია, საქართველო – უკრაინა ამ მატჩში ვერ ითამაშებენ ჭანტურია, და აგრეთვე მეკარე ლეგაშვილი, რომელმაც დღევანდელ მშეხვედრაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.