სიახლეები

U15 და U17 მეოთხედფინალში გავიდა

გაუზიარე

"იბიცას თასზე" საქართველოს U15 ნაკრებმა გუნდმა ქვეჯგუფში ზედი–ზედ მესამე შეხვედრა მოიგო.

გელა შეყილაძის ხელმძღვანელობით გუნდმა იბიცას ადგილობრივ კლუბ „პორტმანს“ 0:1 სძლია. გამარჯვების გოლი გიორგი ხორხელმა  გაიტანა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მეოთხედფინალური მატჩი დღეს,  თბილისის დროით 10 საათზე გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანური გუნდი „განდია“ იქნება.

 

 

საქართველოს U17 ნაკრებმა გუნდმა დღესვე ქვეჯგუფის მესამე მატჩი ითამაშა და გამანადგურებელი ანგარიშით 10:0 დაამარცხა ს.კ. პენა დეპორტივო.

ხუთი გოლი გიორგი ჯავახიშვილმა გაიტანა, თითო  გოლი, კი გურამ სამუშიამ,  ლუკას ჰუფნაგელმა, გიორგი პაპუჩელაშვილმა, ბაჩანა არაბულმა და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები დღესვე, მეოთხედფინალურ მატჩს ს.კ. მალიორკასთან თბილისის დროით 11 საათზე გამართავს.

 

 

 

სფფ–ს პრესსამსახური