სიახლეები

U–13 დაბრუნდა

გაუზიარე

გერმანიაში, ბრემენის სიახლოვეს, პატარა ქალაქ ფარელის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა U–13 ნაკრები.

ნოდარ აკობია–ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ქვეჯგუფში სამივე მატჩი მოვიგეთ, შემდეგ ეტაპზე ფარელის გუნდიც დავამარცხეთ და მეოთხედფინალში შვეციის "მალმეც". გავიტანეთ 8 და მივიღეთ 2 გოლი. "ვიტესთან"–პირველ, მძიმე შეხვედრაში დიმიტრი თუთბერიძემ ჯერ საჯარიმო მოედანზე სამი ჰოლანდიელი მცველი მოატყუა და გოლი გაიტანა.

ამ გოლს იმიტომ კი არ გამოვყოფ, რომ მისი ავტორი ჩვენი ფეხბურთელი იყო, არამედ, ვერ დაგიმელავთ, ეს უჩვეულო, იშვიათი ეპიზოდია მთელი ტურნირისა, რომლის ტენდენცია ასე დავინახეთ: თანამედროვე ბავშთა ფეხბურთისათვის პრიორირეტული გახდა შეუპოვარი ორთაბრძოლები, შესაშური ფიზიკური მომზადება, რაც საშვალებას აძლევს ნორჩ ფეხბურთელს სწრაფად გადაადგილდეს და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში აღმოჩნდეს დაუგვიანებლად და ორთაბძოლისათვის იყოს მზად.

მაგრამ, ის გარემოებც უნდა აღვნიშნო, რომ ყველა გუნდს 2–3 ლიდერი ჰყავს, თავიანთი საფეხბურთო მონაცემებით გამორჩეული და ძნელი წარმოსადგენი არაა, ეს გერმანელი ბიჭები, ახლა რომ საკლუბო გუნდებში გამოდიან, როცა ნაკრებში გაერთიანდებიან რა ძალის გუნდი ჩამოყალიბდება.

ჩვენი მიზანი, ვერ დაგიმალავთ, პირველი ადგილის მოპოვება იყო. სამწუხაროდ, ნახევარფინალში, პენალტების სერია წავაგეთ, მაგრამ, პირველი ადგილიც რომ აგვეღო, ისევ გავაგრძელებდით ნაკრებისათვის ტალანტების ძებნას, რაც პრაქტიკულად მუდმივი, შეუჩერებელი პროცესია. ისე, როგორც სხვადასხვა ტურნირში სისტემატურად მონაწილეობა.

უახლოესი საერთაშორისო ასპარეზობა აგვისტოში, ლატვიაშია. სწორედ თანატოლებთან შეხვედრებში ყალიბდება ნორჩი ფეხბურთელის ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა, გამარჯვების ჟინი და ეს ჩვენი ნაკრების მაგალითზეც გამოჩნდა. შარშან, ჰოლანდიაში დიდი ანგარიშით ვაგებდით შეხვედრებს. ახლა კი, საქართველოს U–13, საერთო აღიარებით, მასპინძელთა "ფორტუნასა" და "ბორუსიასთან" ერთად გამორჩეული იყო.