სიახლეები

U21 შეკრებას იწყებს

გაუზიარე

დღეს 1 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი, ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით ტექნიკურ ცენტრ „ბასა“–ში საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს .

საწვრთნელი შეკრების დროს ვარჯიშებს U21 ნაკრების ბაზაზევე გამართავს.

29 მაისს,  შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩის წინა ვარჟიშს ჩვენი გუნდი 19:30 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართავს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოწინააღმდეგე, შვეიცარიის U21 ნაკრები გუნდი, თბილისს 27 მაისს, საღამოს ეწვევა. სტუმართა გუნდი რედისონში დაბინავდება. ისინი 28 მაისს ლოკომოტივის სტადიონზე ივარჯიშებენ, ხოლო 29 მაისს შვეიცარიელები მატჩის წინა ვარჯიშს ეროვნულ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყებენ.

2009–2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის  მატჩი საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის 30 მაისს 19 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.