სიახლეები

U18 | საქართველო 2:0 ესტონეთი

ნაკრები U18
გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ესტონეთთან და ამჯერად 2:0 იმარჯვა. პირველ შეხვედრაში გიორგი მიქაძის გუნდმა 3:0 დაამარცხა მეტოქე.

უგოლო ტაიმის შემდეგ ორივე გოლი ჩვენი გუნდიდან შეცვლაზე შესულებმა გაიტანეს - ჯერ ოგბაიძემ, მერე კი ფაჩულიამ.

მთავარმა მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: კაპანაძე, ერაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ომარაშვილი, კონიაშვილი, ხუციშვილი, შალიკაშვილი, მჭედლიშვილი, ილურიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ტიტვინიძე, მამაცაშვილი, დევდარიანი, ზურაბიანი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, ოგბაიძე, ქოჩაკიძე.