სიახლეები

VAR სისტემის სემინარი საქართველოში

მსაჯები
გაუზიარე

7 ოქტომბერს, სასტუმრო ჰუალინგში სპეციალურად ქართული სამსაჯო კორპუსისთვის VAR სისტემის სამდღიანი სემინარი გაიხსნა.

სემინარში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 30 არბიტრი და 5 ინსტრუქტორი იღებს. სამი დღის განმავლობაში სასწავლო კურსის მონაწილეები ფიფას ინსტრუქტორისგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ VAR სისტემის შესახებ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად მუშაობს VAR სისტემის საქართველოში დანერგვაზე და აღნიშნული სემინარი სწორედ ამ პროექტის ნაწილია.