სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენლები ქობულეთს ესტუმრნენ

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

6 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოჩა თამაზაშვილი ქობულეთს ესტუმრნენ. სფფ-ის წარმომადგენლები, ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ირაკლი თოთლაძესთან და ვეტერან ფეხბურთელ, რევაზ ჩელებაძესთან ერთად აჭარა-გურიის თასის შეხვედრას დაესწრნენ.

ქობულეთის "ჩელე არენაზე" ერთმანეთს ადგილობრივი "შუქურას" და ბომბორას სახელობის აკადემიის "ლომების" 11-წლამდე გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

? "ბავშვთა ფეხბურთი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, რომ სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩავრთოთ და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დავამკვიდროთ.

ძალიან სასიამოვნოა, რომ აჭარის რეგიონული ფედერაცია აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში და მსგავსი ტურნირების ორგანიზებით ხელს უწყობს ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაციას. მსურს ტურნირის ყველა მონაწილეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით წარმატება ვუსურვო."

სფფ-ის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილე ორივე გუნდს ბურთები და სხვადასხვა სახის საფეხბურთო ინვენტარი გადასცეს.

ბომბორას სახელობის საფეხბურთო აკადემია "ლომები" ქობულეთში 1 წელია ფუნქციონირებს. ის ქობულეთის "შუქურას" ყოფილმა ფეხბურთელებმა საკუთარი სახსრებით დაარსეს და ადგილობრივ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებენ. ამჟამად აკადემიაში 120 ბავშვი ვარჯიშობს. მომავალში "ლომების" ქობულეთის "შუქურას" საფეხბურთო აკადემიაში ინტეგრაცია იგეგმება.