სიახლეები

სფფ-ის დელეგაციამ ხაშურის მშენებარე სტადიონი მოინახულა

სფფ
გაუზიარე

16 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ხაშურს ესტუმრნენ და საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გურასპაშვილთან ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (დრენაჟი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, ელექტრობა) და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე პროექტის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

ლევან კობიაშვილი: "ეს არაჩვეულებრივი პროექტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მისი დასრულება მომდევნო წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი მოიცავს სტანდარტული საფეხბურთო ზომის მოედნის მოწყობას, დაახლოებით 2000 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნით, განათებით და ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით რაც თანამედროვე სტადიონს სჭირდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ის არამხოლოდ ხაშურისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის სამაგალითო იქნება. რაც საფეხბურთო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართლობას კიდევ უფრო გაზრდის.