სიახლეები

17-წლამდელებმა სირენკას თასი დაასრულეს

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მესამე მატჩი ჩაატარა პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე. გიორგი ჩიტაურის გუნდი ამჯერად 0:1 დამარცხდა რუმინეთთან.

მთავარმა მწვრთნელმა რუმინელებთან წინა ორი მატჩისგან განსხვავებით გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა:

ასათიანი, სალუქვაძე, დუნდუა, ო. მამაგეიშვილი, ონიანი, გაგნიძე, გვიშიანი, ზოსიაშვილი, უბილავა, თუთაშვილი, სიჭინავა.

შეგახსენებთ, რომ 13-19 ნოემბერს 17-წლამდელებს ევროშესარჩევი ჯგუფის მატჩები ელით ალბანეთის, უკრაინის და პორტუგალიის წინააღმდეგ. ტურნირს პორტუგალია უმასპინძლებს.