სიახლეები

მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მე-10 მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მე-10 მოდულის სამდღიანი სემინარი გაიმართა.

აღნიშნული მოდულის ფარგლებში კურსის მონაწილე მწვრთნელებმა ტაქტიკური პერიოდიზაციისა და პრესინგის შესახებ იმსჯელეს. ამასთან ერთად კურსანტებმა 2019 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის ტაქტიკური ანალიზი გააკეთეს. 

სასწავლო პროგრამა სულ 12 მოდულისგან შედგება, რომელიც 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მე-10 მოდულის სემინართან ერთად დავით პეტრიაშვილი არენამ ტუტორთა გადამზადების მეოთხე მოდულს უმასპინძლა.