სიახლეები

16-წლამდელებმა მოლდოვა დაამარცხეს

ნაკრები U16
გაუზიარე

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში უეფას განვითარების თასი დაიწყო 16-წლამდე ნაკრებებს შორის. ზურაბ ხიზანიშვილის შეგირდებმა პირველ შეხვედრაში მოლდოვა 4:0 დაამარცხეს. ჩვენი გუნდიდან გოლები გეგიაძემ, მამულაშვილმა, ჯანაშიამ და ჭელიშვილმა გაიტანეს.

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები 20 აგვისტოს ბოსნიასთან ჩაატარებს.

მთავარმა მწვრთნელმა მოლდოველებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, პირტახია, ხიმშიაშვილი, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხაბულიანი, მამულაშვილი, ოჩიგავა, თოდუა.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, გრიგალაშვილი, ჭელიშვილი, ნოზაძე, ლაბაძე, გოჩიაშვილი.