სიახლეები

სამოყვარულო ტურნირი სოფელ სიმონეთში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

11 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთს ესტუმრა, სადაც ქართლოს ჭუმბურიძის თასის ფინალი გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ბარდუბნის „მერანი“ გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში შარშანდელი ჩემპიონი ზედა სიმონეთის „მუზეუმი“ დაამარცხა.

გამარჯვებულებს პრიზები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ, ასევე იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და გენერალურმა მდივანმა გივი ბაბუნიძემ გადასცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მონაწილეებს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები და მაისურები გადასცა.

აღნიშნული ტურნირი, რომელიც უკვე მეხუთე წელია იმართება და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლის გუნდები იღებენ მონაწილეობას, რეგიონში მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება.