სიახლეები

მწვრთნელთა განათლება | აგვისტოს განრიგი

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით, მიმდინარე წლის აგვისტოში რამდენიმე სემინარი გაიმართება. 

5 აგვისტოს, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მე-9 მოდულის სარეფლექსაციო შეხვედრა გაიმართება. ამავე დღეს, არენა ტუტორების გადამზადების სემინარს უმასპინძლებს. 

6 აგვისტოს, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება. 

7, 8 და 9 აგვისტოს კი, დავით პეტრიაშვილი არენა უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის ახალი კურსის მეორე მოდულს უმასპინძლებს.