სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილებამ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსის საგამოცდო მოდული დაასრულა.

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებლებმა, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდები ჩააბარეს. საგამოცდო პროცესი წარმატებით 15-მა მონაწილემ დაასრულა. მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის C ლიცენზია გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც ისინი პროფესიული საქმიანობის დაწყებას შეძლებენ.