სიახლეები

უეფას სასერტიფიკატო პროგრამა ფეხბურთის მენეჯმენტში | მიღება დაიწყო

სფფ
გაუზიარე

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უკვე მეორედ გაიმართება ინგლისურენოვანი UEFA-ს სასერტიფიკატო პროგრამა ფეხბურთის მენეჯმენტში (CFM). პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფეხბურთის სფეროში დასაქმებულ პირებს, რომლებიც წარმოადგენენ საფეხბურთო კლუბებს, ფეხბურთის ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციებს, ასევე CFM-ის ქართულეოვანი პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.

აღნიშნული კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ როგორც საქართველოში საფეხბურთო სფეროში  ჩართულ ადამიანებს, ისე სხვა ევროპული ქვეყნების ფედერაციის წარმომადგენლებსაც.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ საკითხებს შეისწავლიან: 

•    მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა; 
•    სტრატეგიული მართვა; 
•    ოპერაციული მართვა;
•    ფეხბურთის მარკეტინგი და სპონსორობა;
•    კომუნიკაციები, მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
•    ღონისძიებებისა და მოხალისეების მართვა.

სასწავლო პროგრამა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. მონაწილეებს სერტიფიკატები წერითი დავალებებისა და გამოცდის შედეგების საფუძველზე გადაეცემათ.