სიახლეები

ქალთა ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, გათამაშებას ნიკე ლიდერობს

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე
  • მე-11 ტურში „ნიკემ“, „ლანჩხუთმა“ და „მართვემ“ მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს
  • ამ ტურში, ერთ თამაშში ყველაზე მეტი, 6 გოლი ქუთაისელმა თამთა შენგელიამ გაიტანა
  • ერთ თამაშში, 5 გოლის გატანა მოახერხა ლანჩხუთელმა ირინა ხაბურზანიამ
  • ქალთა ლიგის ბომბარდირთა დავას 18-18 გატანილი გოლით ნინო პასიკაშვილი („ნიკე“) და თამრიკო სალუქვაძე („ლანჩხუთი“) ლიდერობენ

28 და 29 ივნისს, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის 11-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. მიმდინარე გათამაშების ლიდერებმა, თბილისის „ნიკემ“ და „ლანჩხუთმა“, კვლავ წარმატებით იასპარეზეს და მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს. ეს ორი გუნდი, 2019 წლის ჩემპიონატის დაწყებისთანავე სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა და ახლა, ურთიერთშეხვედრებში მიღწეული გამარჯვების ხარჯზე, „ნიკე“ 3 ქულით უსწრებს გურულთა გუნდს. სატურნირო ცხრილში, მე-3 საფეხურზე ქუთაისის „მართვეა“, რომელიც მეორეადგილოსან „ლანჩხუთს“ 6, „ნიკეს“ კი, 9 ქულით ჩამორჩება.

ამ ტურის პირველი შეხვედრა ხობში გაიმართა. მეორე წრეში, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერებულმა „კოლხეთმა“, ბათუმის „დინამოს“ დამარცხება 2-0 მოახერხა. მასპინძელთაგან ერთ-ერთი გოლი, სწორედ, კლუბის ახალწვეულმა ანა პოღოსიანმა გაიტანა.

2-0 დასრულდა შეხვედრა გორშიც. „გორი იუნაიტედმა“ ეთერ სულაშვილის დუბლის წყალობით, ქალთა ლიგის დებიუტანტი „ზარზმა“ დაამარცხა.  

მე-11 ტურში გამარჯვების შანსი არ გაუშვა ხელიდან ქუთაისის „მართვემ“. საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით ასპარეზობს, „სამეგრელოსთან“, საჭირო 3 ქულა მოიპოვა და ქალთა ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტულის დაბრუნების თეორიული შანსი დაიტოვა. თუმცა, ჩემპიონობისთვის, ქუთათურებს მაქსიმალურად გარჯა მოუწევთ, მათ შორის „ნიკესა“ და „ლანჩხუთის“ დამარცხებაც, რომლებიც მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაში, უკან არ დაიხევენ. ამ ტურში კი, „მართვეს“ ფეხბურთელმა თამთა შენგელიამ 6 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერებს მიუახლოვდა. „მართვემ“ ჩხოროწყუში, ანგარიშით 1-8 „სამეგრელო“ დაამარცხა.

მე-11 ტურში 11 გოლი გაიტანა „ლანჩხუთმა“. გურულებმა ცხრა მუხას სტადიონზე მასპინძელი, ხაშურის „ივერია“ 1-11 დაამარცხეს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ამ გუნდების პირველი შეხვედრა, პირველ წრეში. 29 ივნისს კი, ლანჩხუთელთაგან ისევე, როგორც ამ გუნდების პირველი შეხვედრისას მიმდინარე გათამაშებაში, 5 გოლი, ირინა ხაბურზანიამ გაიტანა და საერთო ჯამში 15 გატანილი გოლით, 2019 წლის გათამაშებაში თანაგუნდელ თამრიკო სალუქვაძეს, თითქმის დაეწია.

სხვათა შორის, თამრიკო სალუქვაძეს ყველა ტურში სტაბილურად, საშუალოდ, 1 გოლი გააქვს და ამ მომენტისთვის, 18-18 გოლით ბომბარდირთა სიაში ნინო პასიკაშვილთან ერთად ლიდერობს. საინტერესოა, რომ „ივერიასა“ და „ლანჩხუთის“ პირველ შეხვედრაშიც სალუქვაძემ 1 გოლი გაიტანა. პირველ და ამ შეხვედრაშიც, დუბლი გაიფორმა მარიამ რომანჩუკმა, რომელიც ამ დღეს, შეცვლაზე შემოვიდა.  29 ივნისის მატჩში, ჰეთ-თრიქი კი, სალომე გასვიანის ანგარიშზე.

ამ ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, შრომით რეზერვების სტადიონზე გაიმართა. თბილისურ დერბიში, მასპინძელი „ნორჩი დინამო“, ანგარიშით 0-3 გათამაშების ლიდერთან, „ნიკესთან“ დამარცხდა. ამ შეხვედრაში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, „ნორჩ დინამოს“ უკვე მე-4 წუთზე ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა 11-მეტრიანი. ისევე, როგორც 29-ე წუთზე „ნიკემ“. ორივე ეპიზოდში, „ნიკესა“ და „ნორჩი დინამოს“ მეკარეების მარიამ კომლაძისა და სვეტლანა გაბელაიას კარგი თამაში არის აღნიშვნის ღირსი.

ანგარიშში, კი ამ შეხვედრაში ავტოგოლით, მე-20 წუთზე გაიხსნა. ლიზი მწყერაშვილის დარტყმული, ოდნავ შეეხო „ნორჩი დინამოს“ მცველებს და მიმართულება შეიცვალა. 30-ე წუთზე, ნათია დანელიამ კარგად ითამაშა და ანგარიში ორამდე გაზარდა. „ნიკემ“ ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 77-ე წუთზე, ანასტასია ბოლქვაძის მიერ გატანილი გოლით დააფიქსირა.

ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო ტური 5 ივლისს გაიმართება.

ქალთა ლიგა, XI ტური

ქსკ კოლხეთი -  ქსკ დინამო ბათუმი  2-0 (1-0)

ხობი, პაატა თათარაშვილის სახელობის სტადიონი, 17:00 საათი 

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამარ სვანიძე, მანონი საღარაძე, მარიამ გოროზია, თათია ჟიშქარიანი, მარი ჯანჯარია (51’), ნატა კვირკვაია (43’), ანა წულაია, სალომე თოდუა, მარიამ ვაშაკიძე (69’), ანა პოღოსიანი 

შეცვლა: 43’ თამთა კემულარია, 51’ ნანა ბიგვავა, 69’ მარიამ ვაშაკიძე

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, დარინა ანთაძე,  ანა ჯიბლაძე (66’), თამრიკო ყურაშვილი, თათია შაინიძე, ნათია თავართქილაძე. გვანცა დოლიძე, ლიზი დიასამიძე, ანა ხავთასი, ლიკა აბაშიძე, დარინა სელიმბა (83)

შეცვლა: 66’ ხატია აბაშიძე, 83’ ნანა ძნელაძე

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა აბაშიძე

გოლები:  17’ ანა პოღოსიანი, 89’ ნანა ბიგვავა 

გაფრთხილება: 76’ მანონი საღარაძე

მსაჯები: ზურაბ ხოხიაშვილი (თერჯოლა), კობა სადილიანი, გოჩა რუსიშვილი (ორივე ქუთაისი)

ქსკ სამეგრელო - ქსკ მართვე 1-8 (0-4)

ჩხოროწყუ, ბ. პაპასკირის სახელობის სტადიონი,  17:00 საათი

ქსკ სამეგრელო:  ნინო კვარაცხელია, სალომე ლაგვილავა, თამარ მოდებაძე, ქეთი ქოქოლაძე, მარინე კახიძე, გვანცა პაპასკირი, თამარ ახალაია, ანა კირვალიძე, ევლინა მანჯგალაძე, სოფო კვარაცხელია

მთავარი მწვრთნელი: ბადრი თოდუა

ქსკ მართვე: მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, თეონა სტურუა, თამთა ცაგურია, ვარდო ცაგურია, ქეთევან ცაავა, ეკატერინე ჩირგაძე, მარიამ ხარგელია, ანა სინატაშვილი, ლიკა ქობალია (73’), თამთა შენგელია

შეცვლა: 73’ ნატა სამხარაძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები:  9’/31’/60’/67’/85’/89’ თამთა შენგელია, 42’/44’ მარიამ ხარგელია, 79’ სოფო კვარაცხელია

მსაჯები: თონრიკე ნაკაიძე (ლანჩხუთი), გოჩა კუპრინი, სოფიკო რიჟამაძე (ორივე ბათუმი)

ქსკ  ივერია- ქსკ ლანჩხუთი  1-11 (0-6)

ცხრა მუხის ცენტრალური სტადიონი 17:00 საათი

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ნინო ავეტისოვი, მარიამ მეტრეველი, მარი დოიჯაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ლალი გორგაძე, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გელაშვილი, სალომე გამრეკელი,  მარიამ გრიგალაშვილი

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

ქსკ ლანჩხუთი:  თათია გაბუნია (46’), ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი (46’), ირინა ხაბურზანია (55’), თამუნა თავდიშვილი, მარიამ დანელია (50’), სალომე გასვიანი, სალომე დიმოპულო, მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე

შეცვლა: 46’ – ლანა მჟავია, ინგა მიქელაძე, 50’ თამრიკო სალუქვაძე 55’ მარიამ რომანჩუკი

თამრიკო სალუქვაძე,  მარიამ რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

გოლები: 3’/15’/24’/35’/54’ ირინა ხაბურზანია, 38’/39’/49’ სალომე გასვიანი, 61’/ 69’ მარიამ რომანჩუკი, 64’ თამრიკო სალუქვაძე, 68’ ირმა ლომიძე

მსაჯები: ლევან ვაშაკიძე (ქარელი), ერიკ მერაბიანი (გორი), ზურაბ ასკაროღლი  (ქარელი)

ქსკ გორი იუნაიტედი  - ქსკ ზარზმა   2-0 (0-0)

გორი, გ. გაბუნიას სახელობის სტადიონი, 17:00 საათი

ქსკ გორი იუნაიტედი:  ინგა გასიევა, თამარ ახობაძე, ნინო ფერაძე (22’), იზოლდა ბეთლემიშვილი (90’), ნინო ჯანეზაშვილი, მედეა მუმლაძე, მარიამ კილასონიძე (85’), მაია ნასყიდაშვილი, ეთერ სულაშვილი, ნინო ჩანგელია (90’) ანა კულდონაშვილი

შეცვლა: 22’ მარიამ ბასილაძე, 85’ ლანა ომაძე, 90’ - თეონა ნებიერიძე, მარი მელაძე

მთავარი მწვრთნელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

ქსკ ზარზმა:  ეკა თაბაგარი, თინათინ ბლუაშვილი (84’), ნათია კურტანიძე, ქეთევან ხარაიშვილი (85’), ბელა ზაზაძე, მარიამ კაკალაშვილი (80’), ანი კვახაჯელიძე, ნილა ბლუაშვილი, მარიამ ოთანაძე, ანა ბებნაძე, ლალი ბურჯანაძე

შეცვლა: 80’ ქეთევან ასპანიძე, 84’ სოფიკო დევნოსაძე, 85’ როზა ოთანაძე

მთავარი მწვრთნელი: ოთარ მაისურაძე

გოლები: 74’ (პენალტი) / 80’ ეთერ სულაშვილი

მსაჯები:  ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი), ვიკა სახურია (ხობი)

ქსკ ნორჩი დინამო -  ქსკ ნიკე –  0-3 (0-2)

თბილისი, შრომითი რეზერვების სტადიონი 16:30

ქსკ ნორჩი დინამო: სვეტლანა გაბელაია (80’), მეგი გოცირიძე, ნინო გურიელიძე, ანა მოზაიძე (80’), ანი მინაძე (70’), ელენე კახნიაშვილი, თამარ ეპიტაშვილი (46’), ანი ძაძუა (36’), ნადეჟდა ნაკვეთაური (71’), ეკატერინე ხარაიშვილი, ნინო ჭუჭულაშვილი (46’)

შეცვლა: 36’ მარიამ ჯანიკაშვილი, 46’ - სალომე ანთაძე, ქეთევან სუხუაშვილი, 70’ მარი ბეგიაშვილი, 71’ სოფიო ოსიაშვილი, 80’- ანა ვაშაყმაძე, მარინა გასუმოვა

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, ნათია დანელია ,ანა ჯოჯუა (56’), ლიზი მწყერაშვილი (54’), მეგი ეჯიბია, სოფიკო ნარსია (85’), ამალია ხანდაზიანი (56’), გვანცა ქადაგიშვილი, ნინო პასიკაშვილი (85’), მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე (85’)

შეცვლა: 54’ მარიამ ბერაშვილი, 56’ – ლამარა ბაბაიანი, გვანცა კაცელაშვილი, 85’ - ელენე ომიაძე, მაია ხუციშვილი, მარიამ ფეროიანი

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

გოლები: 20’ (ავტოგოლი) ანა მოზაიძე, 30 ნათია დანელია, 77’ ანასტასია ბოლქვაძე

გაფრთხილება: 43’ ნათია დანელია, 60’ მეგი ეჯიბია

მსაჯები:  დავით ფიფია (გალი), ირაკლი გიჯაშვილი, გიორგი გელხაური (ორივე თბილისი)