სიახლეები

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის პრაქტიკული საგამოცდო ნაწილი დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

24 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარებისა და განათლების განყოფილების ორგანიზებით გამართული უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის 2018-2019 წლების პრაქტიკული საგამოცდო ნაწილი დასრულდა.

ლიცენზიის 20-მა მაძიებელმა სწავლა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სრული შესაბამისობით გაიარა. სასწავლო კურსის ფარგლებში 126 საათი თეორიულ სწავლებას, 63 საათი კი, პრაქტიკულ სწავლებას დაეთმო. ტესტებსა და გამოცდებს ჯამში 6 საათი დაეთმო.

საბოლოოდ, პრაქტიკული სამაგისტრო გამოცდა 16-მა მონაწილემ წარმატებით ჩააბარა, 4 მონაწილეს კი გამოცდის გადაბარების უფლება 3 თვის განმავლობაში ექნება.