სიახლეები

ლიდერებმა კვლავ მოიგეს - 21 ივნისს, საქართველოს ქალთა ლიგის მეორე წრე დაიწყო

ჩემპიონატების სიახლეები
გაუზიარე
  • ქალთა ლიგის გოლეადორებს 18 გატანილი გოლით ნიკეს მოთამაშე მწვრთნელი ნინო პასიკაშვილი ლიდერობს
  • 17-17 გოლით ერთდროულად ორი ფეხბურთელი - ნინო სუთიძე და თამრიკო სალუქვაძე 2-3 პოზიციაზე არიან

ისევე, როგორც ქალთა ლიგის გათამაშების სასტარტო მატჩში, „ლანჩხუთმა“ ანალოგიური ანგარიშით 7-1 კვლავ დაამარცხა „გორი იუნაიტედი“. თუმცა, ამ გუნდების პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, მე-10 ტურში, გურულები მე-3 წუთზე, თამრიკო სალუქვაძის გოლით დაწინაურდნენ. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ამ დღეს, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი, 33-ე და 45-ე წუთებზე გაიტანა და ახლა, 17 გოლით, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-2-3 ადგილებს იყოფს ნინო სუთიძესთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ სწრაფი გოლის შემდეგ, ჯერ ნათია წოწერიამ, შემდეგ კი ირინა ხაბურზანიამ ლანჩხუთელთა უპირატესობა გაზარდეს და შეუძლება ითქვას, პირველივე ტაიმში მატჩის ბედი გადაწყვიტეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში გაიტანა პრესტიჟის გოლი ეთერ სულაშვილმა. გურულებმა მეორე ტაიმი მშვიდად ჩაატარეს და უკვე გატანილ 5 გოლს კიდევ 2 დაუმატეს.

ქალთა ლიგის მეორე წრის მე-10 ტურის შეხვედრაში, „დინამო ბათუმის“ ქალთა გუნდმა, საკუთარ კედლებში, ანგისას ბაზაზე ჩხოროწყუს „სამეგრელოსთან“ რევანში აიღო. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, აჭარლები მეტოქეს, რომელმაც მთელი თამაში 10 კაცის შემადგენლობით ჩაატარა, 3-1 უგებდნენ. საბოლოოდ კი, 5-1 გაიმარჯვეს.

10-გოლიანი მშრალი ანგარიშით არა, მაგრამ „მართვემ“, ხაშურის „ივერია“ ამ სეზონზე მეორე დაპირისპირებაშიც დაჯაბნა. ამ შეხვედრაში ქუთაისელებმა პირველი გოლის გატანა, მხოლოდ 32-ე წუთზე მოახერხეს. ანგარიში ანა სინატაშვილმა გაათანაბრა, ვინაიდან სტუმრები მე-6 წუთზე, ირმა ლომიძის გატანილი გოლით ქუთაისურ დაპირისპირებაში მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მასპინძლებს ბევრი საფიქრალიც გაუჩინეს. თუმცა, სინატაშვილის გოლს, 8 წუთში, ეკატერინე ჩირგაძის გოლიც დაემატა. ტაიმის მიწურულს, ქუთაისელები ერთბურთიანი სხვაობით გავიდნენ შესვენებაზე, მეორე ტაიმში კი, 3 გოლი გაიტანეს და სატურნირო ცხრილში, მნიშვნელოვანი 3 ქულა დაიმატეს. „მართვემ“ 5-1 გაიმარჯვა.

ხობის „კოლხეთთან“ რევანში აიღო, თბილისში, „შატილის“ სტადიონზე „ნორჩმა დინამომ“. შეიძლება ითქვას, „კოლხეთი“, რომელიც ამ მატჩამდე სატურნირო ცხრილში, მე-4 საფეხურზე იყვნენ და უშუალო კონკურენტს, „ნორჩ დინამოს“ 3 ქულით უსწრებდნენ, მე-10 ტურში, სტატისტების როლში აღმოჩნდნენ, რადგან ყველა გოლი (მათ შორის ავტოგოლი) თბილისელებმა, გაიტანეს. „ნორჩმა დინამომ“ 4-1 მოიგო. ამ დღეს, ნორჩდინამოელთა შორის, ყველაზე შედეგიანი ნინო ჭუჭულაშვილი იყო. ფეხბურთელმა,  მე-6, 41-ე და 50-ე  წუთებზე სამი გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ანგარიში თბილისელებმა ელენე რაუხის სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე გახსნეს და მალევე, 2-0 დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ თბილისელთა შორის სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეკარემ სვეტლანა გაბელაიამ. სადებიუტო მატჩი ჰქონდა „კოლხეთში“ ანა პოღოსიანსაც, რომელმაც ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონი მეორე მეგრულ გუნდში, „სამეგრელოში“ დაიწყო.

ამ ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა თბილისში, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი ბასას ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე“ იოლად დაამარცხა გათამაშების დებიუტანტი, „ზარზმა“, ყველაზე ახალგაზრდული გუნდი მიმდინარე გათამაშებაში. აღსანიშნავი, რომ „ზარზმას“ ყველაზე უფროსი ასაკის მოთამაშე 19 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი 14 წლის. პირველი ტაიმის შემდეგ, „ნიკე“ 5-0-ს იგებდა. ზარზმელები კი, თავს იმშვიდებდნენ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში, დროის ამ მონაკვეთში მათ უკვე 9გოლი ჰქონდათ გაშვებული. ნიშანდობლივია, რომ ადიგენის ქალთა საფეხბურთო კლუბი, ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა და საფეხბურთო „ნათლობასაც“ ამ გუნდის ბევრი წევრი თამაშიდან თამაშამდე იღებს. „ნიკესთან“ მატჩში, სტუმართაგან მეკარეს ეკა თაბაგარს გამოვარჩევდით. 16 წლის მეკარემ, ქვეყნის ჩემპიონთან, მხოლოდ მეათეჯერ ითამაშა და შეძლებისდაგვარად, თავის გუნდს დაეხმარა. „ნიკემ“ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე გათამაშების მე-10 მატჩიც მოიგო და დანაკარგის გარეშე, ქულების მაქსიმალური რაოდენობით, 30 ქულით ქალთა ლიგას ლიდერობს.

სატურნირო ცხრილში 27 საფეხურით მეორე ადგილზე „ლანჩხუთი“, მესამე კი, 21 ქულით, ქუთაისის „მართვეა“.

ქალთა ლიგა, 2 წრე, 10 ტური

ქსკ ლანჩხუთი -  ქსკ გორი იუნაიტედი / 7-1 (5-1)

ლანჩხუთი, ე. შევარდნაძის სახელობის სტადიონი 17:00 საათი

ქსკ ლანჩხუთი:  ლანა მჟავია (46’), ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, ირინა ხაბურზანია, თამუნა თავდიშვილი, თამრიკო სალუქვაძე, მარიამ დანელია (85), მარიამ რომანჩუკი (46), სალომე გასვიანი (75’), ნათელა წოწერია (64’)

შეცვლა: 46’ - თათია გაბუნია, თეონა თოდაძე, 64’ მარიამ გოგეშვილი,  75’ინგა მიქელაძე, 85’ ანა გობრონიძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, თამარ ბუდედაშვილი (69’), სალომე ხუბულური, თამარ ახობაძე, მარიამ კილასონიძე, ნინო ფერაძე, მაია ნასყიდაშვლი, ნინო ჯანეზაშვილი, ეთერ სულაშვილი, მარიამ ბასილაძე (46’), ნატო კევლიშვილი (62’)

შეცვლა: 46’ იზოლდა ბეთლემიშვილი, 62’ მარი მელაძე, 69’ თეონა ნებიერიძე

მთავარი მწვრთნელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვო

გოლები: 3’/33’/45 თამრიკო სალუქვაძე, 11’ ნათელა წოწერია, 20’ ირინა ხაბურზანია, 37’ ეთერ სულაშვილი, 81’ (პენ) ნინო ჩხარტიშვილი, 87’ თოდაძე,

მსაჯები: ბექა ქევანიშვილი (ქუთაისი), გოჩა კუპრინი, სოფიკო რიჟამაძე (ორივე ბათუმი)

ქსკ დინამო ბათუმი- ქსკ სამეგრელო   5-1 (3-1)

ბათუმი, ანგისას ბაზა,  17:00 საათი

ქსკ დინამო ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, დარინა ანთაძე, ანა ჯიბლაძე, თამრიკო ყურაშვილი, ნათია თავართქილაძე (46), მარიამ ართმელიძე (63’), ლიზი დიასამიძე (68’), გვანცა დოლიძე, თათია შაინიძე, ლიკა აბაშიძე (81’)

შეცვლა: 46’დარინა სელიმბა, 63’ ხატი აბაშიძე,  68’ ანა ხავთასი,  81’ ნანა ძნელაძე 

მთავარი მწვრთნელი: ბაჩანა აბაშიძე

ქსკ სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, ნინო კვარაცხელია, სოფო კვარაცხელია, თამარ ახალაია, ევლინა მანჯგალაძე, გვანცა პაპასკირი, სალომე ლაგვილავა, თამარ მოდებაძე, მარინე კახიძე, ქეთა ქოქოლაძე

მთავარი მწვრთნელი: ბადრი თოდუა

გოლები: 30’ კვარაცხელია, 59’ ბიგვავა, 73’ პოღოსიანი  

გაფრთხილება: 49’ გვანცა პაპასკირი

მსაჯები: გიორგი ხეცაძე, სერგო სპიცინი (ორივე თბილისი), არჩილ კოკაია (მარტვილი)

ქსკ მართვე  - ქსკ ივერია  5-1 (2-1)

ქუთაისი, „ტორპედოს ბაზა“,  15:00 საათი

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია (22’), თეონა სტურუა, მარიამ შონია, თამთა ცაგურია, მარიამ ჟორჟოლიანი, ქეთევან ცაავა, ეკატერინე ჩირგაძე (83’), ანა ჯანელიძე, ანა სინატაშვილი, მარიამ ხარგელია,  თამთა შენგელია

შეცვლა: 22’ ქეთევან ჩირგაძე, 83’ მადონა შალამბერიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ნინო გელაშვილი, მარიამ მეტრეველი, მარი დოიჯაშვილი (46’) ნატო მაზიაშვილი (60’), ლალი გორგაძე, ნინო ბუხსიკიძე (63’), ელენე ენჯიბაძე, ირმა ლომიძე, მარიამ გრიგალაშვილი, სალომე გამრეკელი 

შეცვლა:  46’ ნინო ავეტისოვი, 60’ მარიამ გრიგალაშვილი,  63’ სალომე მულაძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

გოლები: 6’ ირმა ლომიძე, 32 ანა სინატაშვილი, 40’ ეკატერინე ჩირგაძე, 50’ მარიამ ხარგელია, 79’ თამთა შენგელია, 83’ თეონა სტურუა

მსაჯები: ხვიჩა მესხი (ზუგდიდი), დემირ გოგოლაძე (ბორჯომი), რამაზ ახობაძე (სამტრედია)

ქსკ ნორჩი დინამო - ქსკ კოლხეთი 4-1 (3-1)

თბილისი, „შატილის“ სტადიონი  17:00 საათი

ქსკ ნორჩი დინამო: სვეტლანა გაბელაია, მეგი გოცირიძე, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი, ანი მინაძე (55’), ელენე კახნიაშვილი, ქეთევან სუხიაშვილი (46’), ანი ძაძუა (32’), ნადეჟდა ნაკვეთაური, ეკატერინე ხარაიშვილი (75’), ნინო ჭუჭულაშვილი (85’)

შეცვლა: 32’ ანი ხმელიძე, 46’ მარი ბეგიაშვილი, 55’ სალომე ანთაძე, 75’ სოფო ოსიაშვილი, 85’ ნინო ჯგუშია

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე (76’), თათია ჟიშქარიანი, მარი ჯანჯარია, სალომე თოდუა, ნატა კვირკვაია, ანა წულაია, მარიამ გოროზია, მანანა ვაშაკიძე (51’), ანა პოღოსიანი

შეცვლა: 51’ მარიამ ვაშაკიძე, 76’ ნანა ბიგვავა

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია

გოლები: 3’ ელენე რაუხი, 6’/ 41’/50’ ნინო ჭუჭულაშვილი, 20’ მეგი გოცირიძე

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), პაატა ბელთაძე (ვანი), მზევინარ შარაშანიძე (ოზურგეთი)

ქსკ ნიკე - ქსკ ზარზმა 8-1 (5-0)

თბილისი, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასა“,  17:00 საათი

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, ამალია ხანდაზიანი (86’), ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია (52’), ლალო ბაბაიანი (46’), გვანცა ქადაგიშვილი (79’), ნათია დანელია, ანასტასია ბოლქვაძე (67’), მაიკო ბებია (86’), ნინო პასიკაშვილი (81’), სოფიკო ნარსია

შეცვლა: 46’ ნინო სუთიძე,  52’ ანი აკობიძე, 67’ მარიამ ფეროიანი,  79’  მარიამ ბერაშვილი, 81’ გვანცა კახელაშვილი, 86’ - ელენე ომიაძე, მაია ხუციშვილი

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, ბელა ზაზაძე, თინათინ ბლუაშვილი (67’), ნათია კურტანიძე, ქეთევან ხარაიშვილი, მარიამ ტყემალაძე, ანი კვახაჯელიძე, ნილა ბლუაშვილი, მარიამ კაკალაშვილი (67’), ანა ბებნაძე, მარიამ ოთანაძე,

შეცვლა: 67’ - სოფიკო დევნოსაძე, ქეთევან ასპანიძე

მთავარი მწვრთნელი: ოთარ მაისურაძე

გოლები: 12’/43’ გვანცა ქადაგიშვილი, 25’/36’ ანასტასია ბოლქვაძე, 45’+2’/ 55’ ნათია დანელია, 70’ ნინო პასიკაშვილი, 76’ ნინო სუთიძე, 89’ (პენ) მარიამ ოთანაძე

მსაჯები: გურამ მაჩიტაძე (ბაღდათი), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), ვიკა სახურია (ხობი)

ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო, მე-11 ტური 29 ივნის  გაიმართება.