სიახლეები

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ამხანაგური მატჩი ჩატარდა

სფფ
გაუზიარე

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზაზე კამპანიის “კაცები ზრუნავენ” მონაწილეებმა, აგრეთვე პროფესიონალმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა ფრედ 9:9 დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტში მონაწილეთა შვილები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.