სიახლეები

ეუფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებული კურსის სასემინარო ნაწილი დასრულდა

გაუზიარე

11-13 ივნისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე ეუფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებული კურსის დასკვნითი, მეექვსე მოდული გაიმართა. კურსის მონაწილე მწვრთნელებმა მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში თავდაცვისა და ფეხბურთში ლიდერობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღნიშნული მოდულით A ლიცენზიის კურსის სასემინარო ნაწილი დასრულდა. 

სასურველი ლიცენზიის მისაღებად უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მონაწილე მწვრთნელებს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. რეალობაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპებიდან გამომდინარე, გამოცდები რეალურ პირობებში ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელების სამუშაო გარემოში, ტექნიკურ ცენტრებში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეუფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის განახლებული კურსი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა ოცმა მწვრთნელმა მიიღო.