სიახლეები

20-წლამდელთა ფრე მონტენეგროსთან

ნაკრები U20
გაუზიარე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სტუმრად ამხანაგური მატჩი ჩაატარა მონტენეგროსთან და 0:0 ითამაშა.

მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი. მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა.

ჩოჩიშვილი, ძოწენიძე, ბურჯანაძე, ფურცელაძე, კერელეიშვილი, გაბიტაშვილი, ვარძელაშვილი, დარცმელია, მუსელიანი, ივანიაძე, შეყილაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: სანიკიძე, ბუიღლიშვილი, ტაბატაძე, შეწირული, ნიკოლაშვილი, კიტეიშვილი, ბაბუნაძე.