სიახლეები

„ნიკე“ ქალთა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე
  • ტურის ცენტრალური მატჩი „ბასაზე“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა
  • 8 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას კვლავ ნინო სუთიძე ლიდერობს 16 გატანილი გოლით

30 და 31 მაისს, საქართველოს ქალთა ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ს ტექკნიკურ ცენტრ ბასაზე შედგა. ერთმანეთს, მიმდინარე გათამაშების ლიდერები "ნიკე" და "ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ.

2019 წლის სეზონზე, „ნიკეც“ და “ლანჩხუთიც“ დანაკარგის გარეშე ასპარეზობდნენ და კლუბებს, 7 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, 21-21 ქულა ჰქონდათ დაგროვებული. თუმცა,  გოლების შეფარდებით, სატურნირო ცხრილის სათავეში „ნიკე“ იმყოფებოდა. 

„ბასაზე“ მოსულმა გულშემატკივარმა დაძაბული და საინტერესო თამაში იხილა. ამ მატჩის დაძაბულობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ შეხვედრაში, ქალთა ფეხბურთისთვის უჩვეულოდ, მხოლოდ 1 გოლი გავიდა. თამაში, გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და მეტოქის სუსტი მხარეების მოძებნას შეეცადნენ. ორივე კარის მიმართულებით, რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა, მეკარეებმა მარიამ კომლაძემ და თათია გაბუნიამ კარის დაცვა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ორივე გუნდიდან, საუკეთესო მოქმედი ჩემპიონის მეკარე მარიამ კომლაძე იყო. სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ „ნიკემ“ კარი მშრალად შეინახა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მატჩის დაწყებიდან 20-25 წუთის შემდეგ, მცირედი სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა მოიპოვეს. თუმცა, „ნიკეს“ მწვავე კონტრშეტევები, ამ უპირატესობას აქარწყლებდა. შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე, „ნიკე“ გააქტიურდა და ამას, 88-ე წუთზე მიმდინარე გათამაშების გოლეადორის ნინო სუთიძის მორიგი გოლი მოჰყვა.  ახლა სუთიძის ანგარიშზე უკვე 16 გოლია.

„ნიკემ“ პრინციპული შეხვედრა მოიგო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა 24 ქულით.

საშინაო შეხვედრა მოიგო გორში, „პარკი არენაზე“ „გორი იუნაიტედმა“. გორელებმა ბათუმის „დინამო“ 4-1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში მასპინძელთაგან ჰეთ-თრიქი ეთერ სულაშვილმა გააკეთა. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მიმდინარე გათამაშებაში 10 გატანილი გოლი აქვს.

მესამე შეხვედრა მოიგო ზედიზედ და სატურნირო ცხრილში, 12 ქულით, მე-5 საფეხურზე გაიმყარა პოზიცია „ნორჩმა დინამომ“. თბილისიურმა კლუბმა ამჯერად, გასვლაზე, ხაშურის „ივერია“ დაამარცხა 2-7.

12 ქულა აქვს „სამეგრელოსაც“, რომელმაც მეგრულ დერბიში, გათამაშების მე-3 საფეხურზე მყოფი ხობის „კოლხეთი“ 3-0 დაამარცხა.

ერთბურთიანი სხვაობით შეძლო გამარჯვება საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელებმა, მიმდინარე გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა“, ადიგენში მინიმალური ანგარიშით 1-2 დაამარცხეს.

ქალთა ლიგის გათამაშების პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური 7 ივნისს გაიმართება.

ქალთა ლიგა, პირველი წრე, მე-8 ტური

ქსკ გორი იუნაიტედი – ქსკ დინამო ბათუმი 4-1 (1-1)

გორი, „პარკი არენა“, 16:00

ქსკ გორი იუნაიტედი: ინგა გასიევა, მარი მელაძე, სალომე ხუბულური, თამარ ახობაძე, იზოლდა ბეთლემიშვილი, მარიამ კილასონიძე (78’), ნატო კევლიშვილი, ნინო ჯანეზაშვილი, თამარ ბუდედაშვილი (90’), ეთერ სულაშვილი (90+1), ნინო ფერაძე

შეცვლა: 78’ ლანა ომაძე, 90’ თეონა ნებიერიძე, 90+1 თამუნა წიქარიძე

მთავარი მწვრთელი: ოიებადე ილუმოივა ოკეოვოქსკ დინამო ბათუმი

ქსკ დინამო  ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ანა ჯიბლაძე, დარინა ანთაძე, ლინდა ანთაძე, თამრიკო ყურაშვილი, ნათია თავართქილაძე (80’), გვანცა დოლიძე, ლიზი დიასამიძე (80’), თათია შაინიძე, მარიამ ართმელიძე, ლიკა აბაშიძე (60’)

შეცვლა: 60’ დარინა სელიმბა,  80’ - ხატია აბაშიძე, ნანა ძნელაძე

მთავარი მწვრთელი: ბაჩანა აბაშიძე

გოლები: 32’ თათია შაინიძე, 40’ მარიამ კილასონიძე,  55’ / 69’ / 80’ ეთერ სულაშვილი

გაფრთხილება: 71’ ლინდა ანთაძე

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე (გუდაუთა), ქეთევან გაიპარაშვილი (თელავი), რუსუდან კეკიშვილი (თბილისი)

ქსკ ივერია – ქსკ ნორჩი დინამო 2-7 (1-4)

„ცხრა მუხას სტადიონი“, 17:00

ქსკ ივერია: ნინო კურტანიძე, ნინო ავეტისოვი, მარიამ მეტრეველი, მარიამ დოიჯაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნატო მაზიაშვილი, ლალი გორგაძე, ნინო ბუხსიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გელაშვილი, სალომე გამყრელიძე

მთავარი მწვრთელი: თემურ კობერიძე

ქსკ ნორჩი დინამო: მარიამ როსტიაშვილი, სალომე ანთაძე (45’), ელენე რაუხი, ნინო გურიელიძე, მეგი გოცირიძე (68’), ანი ძაძუა (63’), ელენე კახნიაშვილი, ნადეჟდა ნაკვეთაური (68’), ეკატერინე ხარაიშვილი, მარი ბეგიაშვილი (45’), მარიამ მოდრეკილაძე (45’)

შეცვლა: 45’ - ქეთევან სუხიაშვილი, ელენე ელოშვილი, ნინო ჭუჭულაშვილი, 63’ მარინა გასუმოვა, 68’ - სოფიო ოსიაშვილი, ანა მოზაიძე,

გოლები: 15’ ეკატერინე ხარაიშვილი, 20’ ირმა ლომიძე,  22’ ნინო კურტანიძე (ავტოგოლი), 25’ / 39’ მარიამ მოდრეკილაძე, 60’ ელენე რაუხი, 72’ ელენე ენჯიბაძე, 80’ ნინო ჭუჭულაშვილი, 89’ მარინა გასუმოვა

მსაჯები: მამუკა სადილიანი (თბილისი), გივი ურუშაძე (ლანჩხუთი), ვიკა სახურია (ხობი)

ქსკ ზარზმა – ქსკ მართვე 1-2 (1-1)

ადიგენი, მ. იაძის სახელობის სტადიონი, 16:00

ქსკ ზარზმა: ეკა თაბაგარი, თინათინ ბლუაშვილი (77’), ნათია კურტანიძე, ქეთევან ხარაიშვილი, მარიამ ტყემალაძე, ანი კვახაჯელიძე, ნილა ბლუაშვილი, მარიამ კაკალაშვილი (66’), მარიამ ოთანაძე, ლიკა ხუნაშვილი, ანა ბებნაძე

შეცვლები: 66’ როზა ოთანაძე (77’),  77’ - სოფიკო დევნოსაძე, ბილა ზაზაძე

მთავარი მწვრთელი: ოთარ მაისურაძე

ქსკ მართვე: ვარდო ცაგურია, თეონა სტურუა, მარიამ შონია, მარიამ ჟორჟოლიანი, ქეთევან ცაავა (53’), თამთა ცაგურია (53’), ანა სინატაშვილი, ეკატერინე ჩირგაძე, ლიზი კანდელაკიშვილი (58’), თამარ დანგაძე (58’), თამთა შენგელია

შეცვლა: 53’ - მადონა შალამბერიძე, მარიამ ხარგელია  58’ -  ანა ჯანელიძე, ქეთევან ჩირგაძე

მთავარი მწვრთელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები: 8’ / 58’ თამთა შენგელია, 22’ მარიამ ოთინაძე,

გაფრთხილება: 86’ მარიამ ჩირგაძე

მსაჯები: კობა რევაზიშვილი  (გორი), დავით კურტანიძე (სოხუმი), ზურაბ ასკაროღლი (ქარელი)

ქსკ სამეგრელო  – ქსკ კოლხეთი 3-0 (1-0)

ჩხოროწყუ, ბ. პაპასკირის სახელობის სტადიონი, 16:00

ქსკ სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, გვანცა პაპასკირი, ანა გაბედავა, სოფო კვარაცხელია, თამარ მოდებაძე, ნინო ჩანგელია, ნანა ბიგვავა, სალომე ლაგვილავა (16), ანა კირვალიძე,  მარინე კახიძე, ევლინა მანჯგალაძე

შეცვლა: 16’ ქეთი ქოქოლაძე

მთავარი მწვრთელი: ბადრი თოდუა

ქსკ კოლხეთი: ანი ლომსაძე, თამთა კემულარია, თამარ სვანიძე, მარიამ ვაშაკიძე, მარი ჯანჯარია, სალომე თოდუა, ნატა კვირკვაია, თათია ჟიშქარიანი, ანა წულაია (78’), მარიამ გოროზია, მანანა ვაშაკიძე (66’)

შეცვლა: 66’ ლანა ჯიქია,  78’ მარიამ გაგუა

მთავარი მწვრთელი: ზურაბ ლატარია

გოლები: 20’ მარინე კახიძე, 49’ ანა კირვალიძე, 80’ თამარ მოდებაძე

გაფრთხილება: 34’ ნინო ჩანგელია, 59’ ანა გაბედავა, 87’ თათია ჟიშქარიანი

მსაჯები: თორნიკე ნაკაიძე (ლანჩხუთი), ნიკოლოზ კუცია, სოფიკო რიჟამაძე (ორივე ბათუმი)

ქსკ ნიკე – ქსკ ლანჩხუთი 1-0 (0-0)

თბილისი, სფფ-ს ტექნიკური ცენტრი „ბასა“, 16:00

ქსკ ნიკე: მარიამ კომლაძე, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო პასიკაშვილი, მაიკო ბებია (69’), ანასტასია ბოლქვაძე (79’), ანა ჯოჯუა, ნინო სუთიძე, მეგი ეჯიბია, ნათია დანელია, ლალო ბაბაიანი (95’), სოფიკო ნარსია.

შეცვლა: 69’ ლიზი მწყერაშვილი, 79’ ამალია ხანდაზიანი,  95’ ანი აკობიძე

ქსკ ლანჩხუთი:  თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, ია ალელიშვილი, ირინა ხაბურზანია (92’), თამრიკო სალუქვაძე, მარიამ დანელია (86’), მარიამ რომანჩუკი (46’), სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია, მარიამ კალანდაძე, თეონა თოდაძე

შეცვლა: 46’ ნინო ჩხარტიშვილი, 86’თამუნა თავდიშვილი  92’ მარიამ გოგეშვილი

მთავარი მწვრთელი: რევაზ კუკულაზე

გოლები: 88’ ნინო სუთიძე

მსაჯები: გიორგი ავაზაშვილი (ყვარელი), სანდრიკო ელიკაშვილი, კახა კახაბერი (ორივე გუურჯაანი)