სიახლეები

'სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა' გაზრდილი მასშტაბით განახლდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტი "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" გაზრდილი მასშტაბით განახლდა. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და CCPA საქართველოს წარმომადგენლები განახლებული პროექტით საგარეჯოს ეწვივნენ. საფეხბურთო კლუბ გარეჯის სტადიონზე გამართულ ღონისძიებაში 200-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი იყო ჩართული.

"სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი 5-12 წლამდე ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში  ჩართვაა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნულ პროექტში 950 000 მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

"სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით პროექტი ახალ მასშტაბებს შეიძენს და საგარეჯოს შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურებს.