სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - გიბრალტარის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 7 ივნისს, თბილისში გამართავს. საქართველოსა და გიბრალტარის საფეხბურთო დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ , 20:00 საათზე დაიწყება.

მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.

შენიშნა: ფაილის ასატვირთ ველში განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია-ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 4 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაუკავშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.