სიახლეები

20-წლამდელები მონტენეგროს შეხვდებიან

ნაკრები U20
გაუზიარე

სხვა ასაკობრივი გუნდების დარად, მოახლოებულ სანაკრებო პაუზას გამოიყენებს საქართველოს 20-წლამდე ნაკრებიც და 5 ივნისს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

ვასილ მაისურაძის გუნდი სტუმრად მონტენეგროს გაეჯიბრება. მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც შეკრებაზე შევლენ და ზემოხსენებული შეხვედრისთვის მოემზადებიან.

მეკარეები: ლუკა სანიკიძე (თელავი), გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი)

მცველები: ზაურ კერელეიშვილი (დილა), იური ტაბატაძე (საბურთალო), თორნიკე ძოწენიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი), ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ)

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი (გაგრა), ლუკა ვარძელაშვილი (ცხინვალი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), სანდრო შეწირული (გაგრა), პაატა კიტეიშვილი (რუსთავი), თამაზ ბაბუნაძე (შევარდენი), გაბრიელ საღრიშვილი (მერანი მრ)

თავდამსხმელები: გიორგი ივანიაძე (შევარდენი), ზურაბ მუსელიანი (ვიტ ჯორჯია), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), მიხეილ ერგემლიძე (ჩიხურა)