სიახლეები

რეგიონალური თასის გამარჯვებული ნაკრების ამხანაგური მატჩები გერმანიაში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

20-24 მაისს, თბილისის 14-წლამდე ფეხბურთელთა რეგიონალური თასის გამარჯვებული ნაკრები ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად გერმანიაში იმყოფებოდა.

21 მაისს, ბერლინის ჰერტასა და ჩვენს მოზარდებს შორის გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. 23 მაისს, საფეხბურთო კლუბ მაგდებურგსა და თბილისის ნაკრებს შორის გამარრთული შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და ქართულმა გუნდმა დიდი ანგარიშით 6:0 მოიგო.

გოჩა თამაზაშვილი - ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "უკვე მესამე წელია სფფ-ის და ფიფას ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროექტის ფარგლებში რეგიონალურ ნაკრებებს შორის ასაკობრივი ჩემპიონატი ტარდება. პროექტის მთავარი მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი განვითარებაა. გამარჯვებული გუნდი ყოველწლიურად მიემგზავრება გერმანიაში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად, სფფ-ის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ხელშეწყობით."

მაგდებურგი U14 - თბილისის ნაკრები U14 0:6 - ბაჩილავა, ჩიხაძე, ციკოლია, სურმავა, ციხელაშვილი, სიგუა, ზეცაშვილი, პარკაძე, ფრიდონიშვილი, მიშველიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მირცხულავა, გობეშია, გობეჯიშვილი, ქადაგიშვილი, ცეცხლაძე, ავალიანი, მახათაძე, წულაია.

გოლები: პარკაძე-5, ქადაგიშვილი-1

ჰერტა U14 - თბილისის ნაკრები U14 5:3 -  მირცხულავა, ჩიხაძე, სიგუა, ციკოლია, სურმავა, ზეცაშვილი, ნინიძე, პარკაძე, ყველაშვილი, ქადაგიშვილი, მიშველიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაჩილავა, გობეშია, გობეჯიშვილი, ქადაგიშვილი, ცეცხლაძე, ავალიანი, მახათაძე, წულაია, ციხელაშვილი

გოლები: მიშველიძე, ყველაშვილი, ფრიდონიშვილი