სიახლეები

2019/2020წწ. უეფას ლიცენზირების პროცესი დასრულდა

ლიცენზირება
გაუზიარე

2019/2020წწ. უეფას ლიცენზიის მაძიებლებად განიხილებოდა 2018 წლის სეზონის მონაწილე ეროვნული ლიგის 10 კლუბი. უეფას საკლუბო ტურნირებზე გასულმა კლუბებმა წარმატებით გაიარეს ლიცენზირების პროცესი და მიიღეს შესაბამისი ლიცენზიები.

კლუბებს, რომლებსაც დაუდგინდათ ლიცენზირების სანქცირებადი კრიტერიუმების დარღვევები ან რომლებსაც სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტმა უარი უთხრა უეფას ლიცენზიაზე, დადგენილ ვადაში სფფ-ში აპელაციები არ შემოუტანიათ.

ამგვარად, პირველი ინსტანციის ყველა გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ხოლო სანქცირებადი მუხლების დარღვევები განსახილველად გადაეცა სფფ-ის სადისციპლინო ორგანოებს.