სიახლეები

'დავით პეტრიაშვილი არენაზე' უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მერვე მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მერვე მოდული გაიმართა. ტრადიციულად, სასწავლო პროცესი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად, თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.

სემინარის თეორიულ ნაწილში მწვრთნელებმა კლუბის პოპულარიზაციის, საფეხბურთო მედიცინისა და სფფ-ის სათამაშო მოდელის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პრაქტიკული მეცადინეობისას ძირითადი აქცენტი კონტრშეტევაზე გაკეთდა.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსზე 20 მწვრთნელი ირიცხება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.

Pro ლიცენზიის კურსთან ერთად "დავით პეტრიაშვილი არენამ" ტუტორთა გადამზადების სემინარის მორიგ მოდულს უმასპინძლა. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის საშუალებით მსმენელებმა ზრდასრულთა სწავლების პრინციპებისა და ინტერაქტიული სწავლების მეთოდების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.