სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა თბილისში 

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

25-26 მაისს, თბილისი ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებას უმასპინძლებს. საუკეთესოს ტიტულისთვის  კონტინენტის ექვსი კლუბი იბრძოლებს. პირველი გათამაშების მონაწილე გუნდები: თბილისი (საქართველო), ევერტონი (დიდი ბრიტანეთი), კორკ სიტი (ირლანდია), ლეგია ვარშავა (პოლონეთი), ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი), დინამო ალტაი (რუსეთი).

ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება, ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. მატჩების რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე იხილავთ. შეხვედრებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

ტურნირის სრული განრიგი:

25 მაისი

10:00 გახსნის ოფიციალური ცერემონია
10:30 თბილისი - დინამო ალტაი
11:45 ევერტონი - ლეგია
13:45 დინამო ალტაი - კორკ სიტი
15:00 ლეგია - ორტოტეკ გაზილერი
17:00 თბილისი - კორკ სიტი
18:15 ევერტონი - ორტოტეკ გაზილერი

26 მაისი

10:00 პირველი ნახევარფინალი
11:30 მეორე ნახევარფინალი
13:00 მატჩი მეხუთე ადგილისთვის
14:30 მატჩი მესამე ადგილისთვის
16:00 ყველა ვარსკვლავის მატჩი
17:00 ფინალი
18:15 დახურვის ცერემონია

ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „თბილისი“ ტურნირის დაწყებამდე 23 მაისს, 17 საათზე, მზიურის სტადიონზე ღია ვარჯიშს გამართავს.