სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე Pro ლიცენზიის კურსის მერვე მოდული მიმდინარეობს

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მერვე მოდულის სწავლება დაიწყო. სემინარები 20 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით გაიმართება. ამ ეტაპზე კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის ფარგლებში სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს მოიცავს.